ციხელაშვილი: უვიზო მიმოსვლა მარტივად ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ აფხაზებისთვის და ოსებისთვის
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ
ქეთევან
ციხელაშვილის განცხადებით, მათი ამოცანაა, სავიზო ლიბერალიზაციის,
ისევე როგორც სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობიდან მიღებული
სარგებელი, მაქსიმალურად მარტივად ხელმისაწვდომი გახადონ აფხაზების და
ოსებისთვის.
„უვიზო გადაადგილების შესაძლებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე კონკრეტული სარგებელი, რომლითაც საქართველოს თითოეული მოქალაქე შეძლებს ისარგებლოს და ჩვენი ამოცანა გახლავთ, ამოქმედებისთანავე მაქსიმალურად მარტივად, რის შესაძლებლობასაც იძლევა პროცედურები, ეს სარგებელი ხელმისაწვდომი გავხადოთ აფხაზების და ოსებისათვის. ეს არამხოლოდ მოგზაურობის შესაძლებლობას ქმნის, არამედ ბევრ სხვა თანმდევ სარგებელსაც და ვფიქრობ, აუცილებლად ძალიან მიმზიდველი და საინტერესო წინადადება იქნება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისი განმარტებით, უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის მფლობელებს.
„ჩვენი ამოცანაა, რომ თვითონ ეს პასპორტი, როგორც გეოგრაფიულად, ისე პროცედურულად, უფრო ადვილად ხელმისაწვდომი გავხადოთ ოკუპირებულ ტერიტორებზე მაცხოვრებლებისათვის, თუმცა ამას ახლავს თავისი უსაფრთხოების მექანიზმები“, - დასძინა ციხელაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, იგეგმება საინფორმაციო კამპანიის წარმოებაც, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს მათთვის გასაგებ ენაზე მიეწოდოს ინფორმაცია ვიზალიბერალიზაციის პროცედურული დეტალების შესახებ.