რუხის სავაჭრო ცენტრში ავტობაზრობა გაიხსნა
ზუგდიდის მუნციპალიტეტის სოფელ რუხის სავაჭრო ცენტრში ავტობაზრობა
მოეწყო,
რომელიც შაბათ-კვირას იმუშავებს. ამასთან მომხმარებლებს საკუთარი
ავტომობილები მთელი კვირის განმავლობაში შეუძლიათ ადგილზე დატოვონ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურის
ცნობით, სავაჭრო ცენტრმა მომხმარებელს უახლესი სტანდარტებით მოწყობილი
ტერიტორია შესთავაზა, სადაც მომსახურება უფასოა.
ახალი ავტობაზრობა უზრუნველყოფილია დასუფთავებით, დაცვით და აღჭურვილია ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებით. ტერიტორიაზე განთსებულია ავტომანქანების სათადარიგო ნაწილების გამოსაფენი სივრცეები. მომხმარებელს ავტო დიაგნოსტიკას ადგილზე უფასოდ სთავაზობენ.
რუხის სავაჭრო კომპლექსი 10 შენობითაა წარმოდგენილი, რომელთა საერთო ფართი 10 000 მ2-ს შეადგენს, ხოლო საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია. საპარტნიორო ფონდმა ცენტრის სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დაასრულდა. პროექტის ღირებულება 15 მლნ ლარამდეა.