მოშიმშილე დევნილებს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი დახმარებას დაჰპირდა [ვიდეო]
ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ეზოში მოშიმშილე დევნილებს
დღეს ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია შეხვდა და სპეციალური
კომისიის მიერ მინიჭებული ქულების გადამოწმებაში დახმარებას
დაჰპირდა.
„ქულების გადამოწმება იქნება აუცილებლად. იგივე არის სამინისტროს პოზიციაც. უახლოეს პერიოდში იქნება ქულების გადამოწმება და გავიგებთ, იყო თუ არა რაიმე ხარვეზი დაშვებული, ან თუ არ იყო რამე სათანადო დოკუმენტაცია წარმოდგენილი. დღის ბოლომდე გვეცოდინება როდის დაიწყება გადამოწმება“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
მოშიმშილე დევნილი ტარიელ ქობალია ამბობს, რომ იძულებით გადაადგილებული პირები დამაკმაყოფილებელი პასუხის შემთხვევაში შიმშილობას შეწყვეტენ.
„ჩვენ ქულების გადამოწმებას ვითხოვდით, სხვა არაფერს. თუ მართლა გადამოწმდება ჩვენი ქულები, შეწყდება აქციაც. პირდაპირ ესე, ბინებს არც ვითხოვდით. ჩვენ გვინდოდა ობიექტური ქულები. დღეს მერაბ ქვარაია შეგვხვდა და დახმარებას დაგვპირდა“, - აღნიშნა მან.
დღეს დილით დევნილმა ტარიელ ქობალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოშიმშილეთა მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თბილისში დევნილთა სამინისტროს შენობის წინ აპირებს თავის დაწვას.
თავდაპირველად შიმშილობის აქცია ხუთმა დევნილმა დაიწყო, ამ ეტაპზე კი სამი მათგანი აგრძელებს. ნაწილმა შიმშილობა ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეწყვიტა. ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებმა ხუთმა დევნილმა პროტესტის ნიშნად 30 იანვარს პირი ამოიკერა. იძულებით გადაადგილებული პირები სპეციალური კომისიის მიერ მინიჭებული ქულების ხელახლა შესწავლას მოითხოვენ. მათი თქმით, გაუსაძლისი პირობების მიუხედავად, დაბალი ქულები მიიღეს და ამ ეტაპზე ახალი ფართის გარეშე რჩებიან. იძულებით გადაადგილებული პირები შიმშილობის დაწყების კიდევ ერთ მიზეზს ასახელებენ. ისინი დევნილთა ნაწილისთვის ფულადი დახმარების შესაძლო შეწყვეტას აპროტესტებენ.