მოშიმშილე დევნილების მოთხოვნა ქულების ხელახლა გადათვლაზე დადებითად გადაწყდა
ზუგდიდში მოშიმშილე დევნილების მოთხოვნა, ხელახლა გადაითვალოს
სპეციალურმა კომისიამ ახალი ბინის მისაღებად საჭირო ქულები,
დაკმაყოფილდება. ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარის მერაბ ქავარიას
განცხადებით, პროცესი ორშაბათიდან დაიწყება. მან „ლაივპრესს“
განუცხადა, რომ ამ საკითხზე შეთანხმება არსებობს, როგორც საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან, ისე აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობასთან.
„ეს იქნება ღია, გამჭვირვალე პროცესი. ეს პროცესი დაიწყება ორშაბათიდან. ინიდივიდუალურად გადაამოწმებენ მათ მდგომარეობას მათი თანდასწრებით და ჩართულობით. თუ არსებობს რაიმე ხარვეზი, თუ რაიმე გამორჩენილია მათი მხრიდან თუნდაც დოკუმენტების წარდგენისას, გადაისინჯება. მოგეხსენებათ რამდენი ათასი ოჯახი ცხოვრობს ზუგდიდში და მათგან ასეულობით ოჯახევს ეძლევა ბინა, გასაგებია დანარჩენი ადამიანების ემოცია ამასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ყველას აქვს იმის უფლება და სურვილი, რომ შევიდნენ ახალ ბინებში. სამწუხაროდ ჯერ კიდევ ბევრი დევნილი ოჯახია დარჩენილი კომპაქტურ ჩასახლებებში, ამიტომ ეტაპობრივად ხდება მათი დასახლება, მაგრამ ვინაიდან ამ ადამიანებში არის ასეთი განცდა უსამართლობის, გადაისინჯება ეს მონაცემები“, - აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.
ამასთან მაჟორიტარი დეპუტატის განმარტებით, დევნილთა საცხოვრებელი პირობების ხელახლა შეფასების პარალელურად, შენობის მდგომარეობის შესახებ მომზადდება სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროს მხრიდან დასკვნა.
„გარკვეული პროცედურებია საჭირო, იმისთვს რომ საექსპერტო ბიურომ დაადგინოს ეს შენობა რამდენად საშიშია ადამინის სიცოცხლისათვის. დასკვნის შემდეგ იქ სხვა გადაწყვეტილებებზეც შეიძლება იყოს საუბარი, მაგრამ ჯერ ამაზე რაიმეს თქმა ნაადრევია. ჯობია დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას“, - უთხრა „ლაივპრესს“ მერაბ ქვარაიამ.
ამ გადაწყვეტილების შესახცებ ინფორმირებული არიან მოშიმშილე დევნილები თუმცა აქციის შეწყვეტას ამ ეტაპზე არ გეგმავენ. საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებმა ტარიელ ქობალიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ აქცია გაგრძელდება სანამ კომისია ადგილზე არ მივა და არ დაიწყება ახალი ბინის მისაღებად საჭირო ქულების ხელახლა გადათვლა.
„დაპირება ბევრი იყო და არ შესრულდა, ამიტომ სანამ არ შესრულდება ჩვენ ვრჩებით კარავში და ვაგრძელებთ შიმშილობას“, - აღნიშნა მან.
ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ეზოში მოშიმშილე დევნილებს ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი 7 თებერვალს შეხვდა და სპეციალური კომისიის მიერ მინიჭებული ქულების გადამოწმებაში დახმარებას დაჰპირდა. დევნილებმა მათ უთხრეს, რომ იძულებით გადაადგილებული პირები დამაკმაყოფილებელი პასუხის შემთხვევაში შიმშილობას შეწყვეტენ.
თავდაპირველად შიმშილობის აქცია ხუთმა დევნილმა დაიწყო, ამ ეტაპზე კი სამი მათგანი აგრძელებს. ნაწილმა შიმშილობა ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეწყვიტა. ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებმა ხუთმა დევნილმა პროტესტის ნიშნად 30 იანვარს პირი ამოიკერა. იძულებით გადაადგილებული პირები სპეციალური კომისიის მიერ მინიჭებული ქულების ხელახლა შესწავლას მოითხოვენ. ისინი ასევე აპროტესტებენ დევნილთა ნაწილისთვის ფულადი დახმარების შესაძლო შეწყვეტას.
როგორც მერაბ ქვარაიამ აღნიშნა, მომდევნო კვირაში დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან იგეგმება შეხვედრა სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად საუბრის მთავარი თემა იქნება დევნილთა განსახლების პროცესი და ფულადი დახმარების პროგრამა.