ციხელაშვილი: სახელმწიფო ყველა ბერკეტით ცდილობს დრანდის ციხიდან გიორგი ლუკავას დახსნას
გიორგი ლუკავას გათავისუფლების საკითხი არის ძალიან პრიორიტეტული და
ძალიან
აქტუალური საქართველოს ხელისუფლებისთვის, - განუცხადა ჟურნალისებს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხეში სახელმწიფო მინისტრა
ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. მისი
თქმით ყველა შესაბამისი მექანიზმი და ბერკეტი ჩართულია ამ საკითხის
მოგვარებაში.
„ჩვენი ინფორმაციით, არ დასტურდება, რასაც მისი ოჯახი ავრცელებდა ცემასთან დაკავშირებით, ან ის, რომ დღეს მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ბოლო პერიოდში ეს საკითხები გარდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისა, ცხელი ხაზის მეშვეობითაც განიხილება. ორჯერ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით. სწორედ აქედან გამომდინარე, არ დასტურდება ინფორმაცია საფრთხეებთან და რისკებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ მისთვის ოჯახის ემოცია, დამოკიდებულება და სურვილი, რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს გიორგი ლუკავა, სრულიად გასაგებია.
მისი თქმით, უნდათ, რომ პატიმრის მეუღლემ შეწყვიტოს შიმშილობა და გაუფრთხილდეს საკუთარ ჯანმრთელობას, როგორც მრავალშვილიანი დედა და იყოს დარწმუნებული, რომ ყველა ძალისხმევას იყენებენ ლუკავას გასათავისუფლებლად უკანონო პატიმრობიდან.
დრანდის ციხეში მყოფი ქართველი პატიმრის, გიორგი ლუკავას მეუღლეს მთავრობის კანცელარიაში მეორე დღეა მშრალი შიმშილობა აქვს გამოცხადებული. მოშიმშილე ითხოვს გაირკვეს მისი ქმრის ადგილსამყოფელი, ასევე ცოცხალია თუ არა ის.
დრანდის ციხეში მყოფი ქართველი პატიმრის, გიორგი ლუკავას ცოლის ინფორმაციით, მისი ქმარი დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა გამთენიისას გამოიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ლალი ბასარიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ბოლო ზარი დაახლოებით ოთხ საათზე განხორციელდა, სადაც ლუკავამ განუცხადა, რომ გაურკვეველი მიმართულებით მიყჰავთ და სთხოვა საქმეში წეთელი ჯვრის ჩართვა.
გალის შერეულ შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ სხვა პატიმრების გადმოცემასთან ერთად, არაერთხელ დააყენა მათ შორის გიორგი ლუკავას გადმოცემის საკითხიც, რაზეც სოხუმი ამ დრომდე უარს აცხადებს. აღნიშნულ საკითხზე საუბარი იყო ბოლო, 24 იანვარს გამართულ შეხვედრაზეც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება არ ადასტურებს პატიმარ გიორგი ლუკავას დრანდის იზოლატორიდან გაყვანის ფაქტს
აფხაზური მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ლუკავას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი პარტიზანულ დაჯგუფება „ტყის ძმებთან“ კავშირისა და ადამიანის მკვლელობის გამო. ამ ბრალდებას არ ეთანხმება მისი მეუღლე. ლალი ბასარიამ ჟურნალისტებთან საუბარშიო არაერთხელ განაცხადა, რომ გიორგი ლუკავას „ტყის ძმებში“ ერთი დღე არ მიუღია მონაწილეობა“ და რეალურად ის ირიცხებოდა გარნიზონის სამხედრო კომენდატურაში“.