ახალი ამბები
IDFI: პრემია-დანამატებზე ეკონომიის პირობებში დღეს ყველა დევნილი იქნებოდა ბინით უზრუნველყოფილი
FaceBook Twitter
E-mail Print
დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯების ანალიზის მიხედვით, 2008-2016 წლებში სულ დაიხარჯა დაახლოებით 670 მილიონი ლარი, საიდანაც უდიდესი ნაწილი - 470 მლნ. ლარი საერთაშორისო დაფინანსება იყო. წერს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ ( IDFI).

ორგანიზაციის თქმით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ 2013 წლიდან სამინისტრომ დამატებით, სახელმწიფო სახსრებით დაიწყო სხვადასხვა პროგრამების განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს დევნილთა ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას, თუმცა დევნილთა ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ტენდენციები ნათლად აჩვენებს სახელმწიფოს მხრიდან მეტი ძალისხმევის აუცილებლობას.

არასამთავრობოს განმარტებით, 2016 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილია მხოლოდ 35,475 დევნილი ოჯახი. სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით იმავე რაოდენობის ოჯახს, რომელსაც დღემდე არ მიუღია სახელმწიფოსგან მსგავსი დახმარება, შევსებული აქვს განაცხადი შესაბამისი დახმარების მიღების მოთხოვნით. კერძოდ, საცხოვრებელი ფართის მიღებაზე სამინისტროში წარდგენილია 28,901 განაცხადი, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე - 7,999 განაცხადი, ხოლო იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე - 531 განაცხადი.

„სამინისტროს მიახლოებითი გათვლებით დევნილი ოჯახების უზრუნველსაყოფად, რომლებსაც არ მიუღიათ სახელმწიფოსგან შესაბამისი დახმარება, საჭიროა 1,5 მილიარდი ლარი. თუმცა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული დაფინანსების ოდენობის შენარჩუნების შემთხვევაში, სახელმწიფოს დასჭირდება დაახლოებით 20 წელი ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებისთვის.

ვინაიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილმა ოჯახებმა საცხოვრებელი დაკარგეს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, საქართველოს ყველა ხელისუფლება ვალდებული იყო სოციალური პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად განესაზღვრათ დევნილების მუდმივი საცხოვრებლით დროული უზრუნველყოფა და არსებული საერთაშორისო დახმარებასთან ერთად, სახელმწიფო სახსრების გამოთავისუფლებით მნიშვნელოვნად დაეჩქარებინათ დევნილი ოჯახებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის პროცესი“, - აცხადებს ორგანიზაცია, რომელმაც შესაბამისი ინფორმაცია დევნილთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე მოამზადა.

IDFI მიიჩნევს, რომ წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებების მიერ სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯების ეკონომიის პირობებში, შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების მოძიება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას.

არასამთავრობოს თქმით, მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიებისა და დანამატების სახით გაცემულია გაცილებით მეტი თანხა, ვიდრე მიახლოებითი გათვლებით (1,5 მილიარდი ლარი) საჭიროა სახელმწიფოსგან გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების მოლოდინის მქონე ოჯახების დასაკმაყოფილებლად.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის შესრულების შესახებ მოხსენებების მიხედვით, 2011 წლიდან 2016 წლის პირველი 8 თვის ჩათვლით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ საშტატო თანამშრომლებზე პრემიისა და დანამატის სახით გაცემულია 1,735,331,710 ლარი. სამწუხაროდ, 2011 წლამდე მსგავსი მონაცემები ინსტიტუტისათვის უცნობია, თუმცა არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, 2008 წლიდან მხოლოდ პრემია/დანამატებზე 50%-იანი ეკონომიის და დაზოგილი თანხების დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის მიმართვის პირობებში, დღეის მდგომარეობით ყველა დევნილი ოჯახი საქართველოში უკვე უზრუნველყოფილი იქნებოდა მუდმივი საცხოვრებლით“, - წერს ორგანიზაცია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
არ მინდა შევყვე ხაზარაძის სამწუხარო პოლემიკას, ვინაიდან ბევრად მეტი
18:10 / 18.09.2019
არ მინდა შევყვე ხაზარაძის სამწუხარო პოლემიკას, ვინაიდან ბევრად მეტი
სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით,
16:05 / 18.09.2019
სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით,
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში
15:00 / 18.09.2019
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ცნობით,
14:35 / 18.09.2019
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ცნობით,
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად
ფოტო
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი დაზიანებულია,
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.