ზუგდიდის მერია ჟურნალ-გაზეთებს შეისყიდის
ქალაქ ზუგდიდის მერიამ გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი,
რომლის შესყიდვის
კატეგორიად მითითებულია გაზეთები, სამეცნიერო ჟურნალები, პერიოდიკა და
ჟურნალები. საუბარია შემდეგ გამოცემებზე - „საერთო გაზეთი“ ჯამში 1440
ეგზემპლარი, ჟურნალი „სამეგრელო“ – 440 ცალი, ჟურნალი „ივერიელნი“ –
60, „კვირის პალიტრა“ – 94 ეგზემპლარი, გაზეთი „ეგრისის მაცნე“ – 550
რაოდენობით, ჟურნალი „სამშენებლო რესურსების ფასები“ – 4, გაზეთი
„ახალი განათლება“ – 48 ეგზემპლარი. მერია აღნიშნულ გამოცემებს 2017
წლის ბოლომდე შეისყიდის. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 4 147 ათასი
ლარია მითითებული. წინადადებების მიღება უკვე დასრულებულია. ტენდერში
მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა - ელვა.ჯიმ მიიღო. ის მერიას
მომსახურეობის გაწევას 4 102 ლარად სთავაზობს.
ზუგდიდის მერიაში გვითხრეს, რომ გამარჯვებული ჯერჯერობით არ გამოვლენილა. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროს მაია ღუბელაძის განმარტებით, ეს არის უბრალოდ გამოწერა და გამოცემებს კონტრაქტით არავითარი ვალდებულებები არ დაეკისრებათ, მერიის საქმიანობის შესახებ ახალი ამბები კი შეეძლებათ სურვილის და დაინტერესების შემთხვევაში განათავსონ.
თუ რატომ შეარჩია მერიამ აღნიშნული ჟურნალ-გაზეთები, აღნიშნა:
„ეგრისის მაცნე“ ერთადერთი გაზეთია, რომელიც სტაბილურად გამოდის. პრინციპი არის ადგილობრივი. მეტი რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა მეტს გამოვიწერდით. „ზუგდიდი“ გვინდოდა გამოგვეწერა, მაგრამ არ გამოდის სტაბილურად. მერე უკვე რეიტინგების მიხედვით შევარჩიეთ. ჟურნალ „სამეგრელოში“ სამეგრელოზეა ინფორმაციები. ჩვენი ძირითადი პრიორიტეტები სამეგრელო და ზუგდიდია ბუნებრივია. რაც შეეხება ჟურნალს -„სამშენებლო რესურსების ფასები“, ეს მშენებლობის და ეკონომიკის სამსახურისთვის არის არსებითად მნიშვნელოვანი. ისინი თვითონ ყიდულობდნენ ამ ჟურნალს“, - გვითხრა მაია ღუბელაძემ.