პოლიციელი კორცხელის ინციდენტზე: დაზიანებები დაცემის შედეგად მივიღე
ზუგდიდის სასამართლოში კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით
9 მოწმე დაიკითხა. მათ შორის საარჩევნო კომისიის წევრები და
სამართალდამცავები, გია ნანობაშვილი და პაატა თოლორაია.
მოწმე გია ნანობაშვილმა, სასამართლოს განუცხადა, რომ ინციდენტში მონაწილე პირები სახეზე არ ახსოვს, ხოლო ფიზიკური დაზიანებები დაცემის შედეგად მიიღო და მისთვის არ დაურტყამთ.
„ისეთი სიტუაცია იყო, რომ ინციდენტში მონაწილეების დამახსოვრებაზე არ ვიყავი კონცენტრირებული, ერთმანეთს ურტყამდნენ და ვაშველებდით, არ ვიცი ვინ ვინ იყო, ხელჩართული ჩხუბი იყო. ერთი, რაც კიდევ დავინახე, ის იყო, რომ ერთ-ერთ მათგანს ხელკეტი ეჭირა, თუმცა ვის ვერ გეტყვით, რადგან როგორც აგიხსენით, სახეზე არავინ დამიმახსოვრებია“, - აღნიშნა ნანობაშვილმა.
მისივე თქმით, ინციდენტის მონაწილეების ადგილზე დაკავება იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ ადგილზე მხოლოდ 8 სამართალდამცველი იყო, რაც გაშველებას და სიტუაციის განმუხტვას სჭირდებოდა.
22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის საარჩევნო უბანთან სპორტსმენები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დაუპირისპირდნენ. შედეგად დაზიანებები მიიღო რამდენიმე მათგანმა, მათ შორის გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიამ, თენგიზ გუნავამ. ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერელურ საავადმყოფოშიც იყო მოთავსებული, მათ შორის ორი პოლიციელი. ინციდენტისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და კორცხელის ინცინდენტში მონაწილე ექვსივე პირს აღმკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. მოსამართლე ნატრული აკობიამ სპორტსმენს ვლადიმერ გეგეშიძეს 10 ათასი ლარი გირაო, დანარჩენებს: კობა ტყეშელაშვილს, ნოშრევან წურწუმიას, გიორგი გიგაურს და გიგა ტყემალაძეს 7-7 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
მოსამართლე შოთა ბიჭიამ მომდევნო სხდომა 31 მარტს ჩანიშნა.