დევნილთა სამმართველოში მოშიმშილეთა საცხოვრებელი პირობები ხელახლა განიხილეს
ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ეზოში მოშიმშილე დევნილები ლტოლვილთა
სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს
უფროსს შეხვდნენ. აქციის მონაწილეებმა მანუჩარ ჩილაჩავასთან ახალი
ბინის მისაღებად საჭირო ქულებთან დაკავშირებული საკითხები
ინდივიდუალურად განიხილეს. საავადმყოფოს შენობაში მცხოვრები ტარიელ
ქობალია ამბობს, რომ სპეციალური კომისიის მიერ მინიჭებული ქულები 10
დღის ვადაში გადამოწმდება.
„მანუჩრმა გვითხრა, რომ მოხდება ქულების გადამოწმება სამინისტროში, შესაძლოა ქულებში ხარვეზი იყოსო. აგვიხსნეს თუ რატომ არ მივიღეთ ბინა ამ ეტაპზე. დაგვისვეს კითხვები საცხოვრებელ პირობებზე. გვითხრეს, რომ 10 დღეში გვეცოდინება საბოლოო პასუხი“, - უთხრა „ლაივპრესს“ აქციის მონაწილე ტარიელ ქობალიამ.
მისი თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა შენობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ასევე უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მიუხედავად ამისა რესპონდენტი განმარტავს, რომ აქცია არ შეწყდება სანამ კონკრეტული შედეგი არ ექნებათ.
რაიონული საავადმყოფოს ეზოში დევნილებმა 27 იანვარს შიმშილობა ქულების გადამოწმების მოთხოვნით დაიწყეს. მათგან ხუთმა პროტესტის ნიშნად 30 იანვარს პირი ამოიკერა. მოშიმშილეებთან 7 თებერვალს ზუგდიდის მაჟორიტარი მერაბ ქვარაია მივიდა და დახმარებას დაჰპირდა. დევნილებმა მათ უთხრეს, რომ დამაკმაყოფილებელი პასუხის შემთხვევაში შიმშილობას შეწყვეტენ. 8 თებერვალს კი ქვარაიამ "ლაივპრესთან" საუბარში განმარტა, რომ დევნილების მოთხოვნა დაკმაყოფილდება და კომისია ხელახალ მონიტორინგს 13 თებერვლიდან დაიწყებს.