ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლეობის
გადაწყვეტილებით
2017 წლის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა. როგორც საკრებულოში განმარტეს,
ცვლილება გამოიწვია რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების
განსახორციელებლად თანადაფინანსების მიზნით თანხების მოძიებამ.
საუბარია იმ პროექტებზე, რომელთა სმშენებლო სამუშაოები დიდ წილად
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, მათ
შორის ბულვარის და ბიბლიოთეკის შენობის რეკონსტრუქცია.
ბიუჯეტში ცვლილება რამდენიმე პროგრამისთვის თანხების შემცირებით აისახა. კერძოდ, 300 ათასი ლარით შემცირდა გარე განათების მოწყობის და ექსპლუატაციის პროგრამა, 335 ლარით სანიაღვრე არხების მშენებლობა-რეკონსტრუქციის და 110 ათასი ლარით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქტივების კეთილმოწყობის ღონისძიებების პროგრამა. საერთო ჯამში საუბარია 745 ათას ლარზე, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან განსახორციელებელ პროგრამაში გადაირიცხება.
ამასთან დღესვე 110 ათასი ლარით შემცირდა მინი სპორტული მოედნის მშენებლობის პროგრამა, თანხა კი სპორტის განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამაში გადავიდა. როგორც საკრებულოს სხდომაზე განმარტეს, 110 ლარი უნდა მოხმარდეს სოხუმის ქუჩაზე მდებარე სპორტული დარბაზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს.