ახალი ამბები
ზუგდიდში გარევაჭრობის რეგულაციაზე მუშაობა დაიწყო [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ გარევაჭრობის რეგულაციის წესის შესადგენად პირველი საჯარო შეხვედრა გამართა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საკრებულოს შესაბამისმა კომისიებმა გარემოვაჭრეებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს წარუდგინეს წესის სამუშაო ვერსია. შეკრებილებს საშუალება ჰქონდათ დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრება მისი საბოლოო ვარიანტის შესამუშავებლად.

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ, პრობლემის მოგვარების რამდენიმე საკითხი განიხილა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია არ დამახნიჯდეს ქალაქის იერსახე არასწორად განთავსებული ჯიხურებითა და სავაჭრო პროდუქტებით, ამასთან ერთად ყველა გარემოვაჭრის ინტერესები უნდა იყოს დაცული.

„დღევანდელი შეხვედრა სწორედ იმიტომ შედგა, რომ განვიხილოთ და ჩამოვყალიბდეთ ერთ აზრზე ყველა. მე მიხარია, რომ გარემოვაჭრეები ესწრებიან შეხვედრას და არ არიან წინააღმდეგი ჩვენ მიერ შეთავაზებული სავარაუდო რეგულაციების.“ - აღნიშნა გიორგი თოდუამ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გოგა ღადუამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე სადაც დაიშვება გარევაჭრობა, დაწესდება მოსაკრებელი, პროცესს კი კანონი დაარეგულირებს.

ფრაქცია „ზუგდიდის“ წევრის თენგიზ ქოჩუას თქმით, კი ბაზრის მიმდებარე ტერიოტორიაზე უკანონო გარევაჭრობა გრძელდება, რაც უნდა აიკრძალოს. ხოლო იმ ტერიოტორიაზე სადაც გარევაჭრობის ნებართვა გაიცემა, შესაძლებელია რკინის კონსტრუქციებით მოწესრიგებული სავაჭრო დახლების განთავსება. ასევე, ქოჩუას განცხადებით, ამ მხრივ მოსაწესრიგებელია ფოსტის მიმდებარე ტერიოტორიაც, სადაც ასევე უკანონოდ ხდება გარევაჭრობა და მახინჯდება ქალაქის იერსახე.

თავისმხრივ, გარემოვაჭრეებმა შეხვედრაზე კმაყოფილება გამოხატეს და აღნიშნეს, რომ განხილული რეგულაციის წესების ყველა ვერსია მათთვის მისაღებია და მათ საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.

შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. საკითხთან დაკავშირებით საჯარო განხილვები გაგრძელდება.

გარევაჭრობის აკრძალვა ადგილობრივმა თვითმმართველობამ არერთხელ სცადა. მათ შორის გასულ წელსაც, თუმცა ამ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოყვა. ადგილობრივი ხელისუფლება პერიოდულად მათ ბაზრის გარეთა პერიმეტრზე მუშაობას უკრძალავდა, თუმცა აქციების შემდეგ ისინი იქვე აგრძელებდნენ ვაჭრობას.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდელი კარატისტი გოგიტა არქანია, ტოკიოს ოლიმპიადის
19:57 / 14.06.2021
ზუგდიდელი კარატისტი გოგიტა არქანია, ტოკიოს ოლიმპიადის
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან თხილის ქარხნის ეზოში მოკლული ირაკლი
ჭკადუას ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ.
15:35 / 14.06.2021
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან თხილის ქარხნის ეზოში მოკლული ირაკლი ჭკადუას ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ.
საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, დღეს ელექტროენერგიის მიწოდება
შეუწყდა.
15:10 / 14.06.2021
საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ტურისტულ სფეროში
დასაქმებულების ვაქცინაცია
13:15 / 14.06.2021
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ტურისტულ სფეროში დასაქმებულების ვაქცინაცია
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მესტიას პირველად საფეხბურთო გუნდი ჰყავს - ისტორიული მატჩი [ფოტო/ვიდეო]
შეხვედრის ადგილი რუხის საფეხბურთო აკადემიის ბაზა. 2021 წელი.
რატომ ჰქვია ზუგდიდში ქუჩას ლავრენტი ბერიას სახელი [ვიდეო]
ზუგდიდში ცენტრალურ ქუჩას დღემდე საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის ერთ-ერთი ლიდერის, ლავრენტი ბერიას სახელი ჰქვია.
  სიმღერის სიყვარულით - ჩხოროწყუელი ქალების თერაპია [ვიდეო]
პანდემიის პირველი ტალღისას, როცა კორონავირუსზე ბევრი
კერამიკის სახელოსნოს ახალი სიცოცხლე [ვიდეო]
ეს პანოა, რომელზეც ბოლო პერიოდია ვმუშაობ, - სახელოსნოს
ფოტო
 26 მაისი ზუგდიდში [ფოტო]
დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში, უკვე მეორე წელია არ იმართება
რეგულაციები კორონავირუსზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზუგდიდში [ფოტორეპორტაჟი]
ტრანსპორტში, მუნიციპალურია ის, თუ კერძო, ისევ პრობლემად რჩება
ოჩოფეხები კოლხეთის ეროვნული პარკიდან [ფოტო]
ოჩოფეხები, რომლებიც კოლხეთის ეროვნული
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.