გამგებელი: რუსეთის სამხედროების მიერ მოტაცებული ანაკლიის მკვიდრი გათავისუფლებულია
სოფელ ანაკლიის მკვიდრი, რომელიც ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის
ბრალდებით რუსეთის სამხედროებმა დააკავეს, თავისუფალია. ამის შესახებ
„ლაივპრესს“ ანაკლიაში გამგებლის წარმომადგენელმა გელა ლემონჯავამ
განუცხადა. მისი ცნობით, დაკავებული დავით ცერცვაძის ოჯახმა დე ფაქტო
რესპუბლიკის მესაზღვრეებს ჯარიმის სახით 10 000 რუსული რუბლი
გადაუხადა, რის შემდეგაც ის გაათავისუფლეს.
„1000 რუბლი გადაიხადეს და უკვე თავისუფალია. მას საზღვრის დარღვევას ედავებოდნენ და ჯარიმა გადაახდევინეს“, - განაცხადა გელა ლემონჯავამ. მისი ინფორმაციითვე, დავით ცერცვაძის დაკავება განმუხურში ადმინისტრაციულ საზღვართან მაშინ მოხდა, როცა ის სანადიროდ იყო გასული.
გამგებლის წარმომადგენლის სოფელ განმუხურში ჯონი მიშველიას ინფორმაციით კი, პირობით საზღვართან მონადირის დაკავება 16 თებერვალს, საღამოს დაახლოებით ცხრა საათზე მოხდა.