ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ ანაკლიის მკვიდრს შინაპატიმრობა შეეფარდა
აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრის უკანონო კვეთის
ბრალდებით
დაკავებული დათო ცერცვაძე გალში შიდაპატიმრობაში იმყოფება. აფხაზეთის
დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, 1985 წელს
დაბადებულ დავით ცერცვაძეს, რომელსაც დაკავებისას თან ჰქონდა სანადირო
თოფი, აღმკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობა მიესაჯა და ის გალში,
ნათესავების სახლში იმყოფება.
სოფელ ანაკლიის მკვიდრი დავით ცერცვაძე რუსეთის სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, ნადირობისას 16 თებერვალს დააკავეს. იმავე დღეს ანაკლიის გამგებელმა გელა ლემონჯავამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ცერცვაძის ოჯახმა დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრეებს ჯარიმის სახით 10 000 რუბლი გადაუხადა, რის შემდეგაც ის გაათავისუფლეს.
გამგებელმა დღეს „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ცერცვაძის შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ფლობს.