გაეროში რუსეთის ელჩი ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა
ნიუ-იორკში გარდაიცვალა გაეროში რუსეთის ელჩი, ვიტალი ჩურკინი.
რუსეთის
საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა,
სადაც უწყება ოჯახს უსამძიმრებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ
დიპლომატი „მოულოდნელად“ გარდაიცვალა ერთი დღით ადრე, ვიდრე 65 წელი
შეუსრულდებოდა. სამინისტრო არ საუბრობს ჩურკინის გარდაცვალების
მიზეზებზე.
ვიტალი ჩურკინი გაეროში რუსეთის ელჩი იყო 2006 წლიდან. მანამდე ის იყო კანადასა და ბელგიაში რუსეთის ელჩი, ნატოში რუსეთის წარგზავნილი. ის ფლობდა რუსულ, მონღოლურ, ფრანგულსა და ინგლისურ ენებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატის სიკვდილის მიზეზად გულის შეტევა სახელდება.