ახალი ამბები
დე ფაქტო მთავრობა პროტესტის მიუხედავად სამეგრელოსთან გადასასვლელებს დახურავს
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა გალის რაიონის მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ნაბაკევის და ოტობაიის ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტებს დახურავს. განცხადებას ამის შესახებ გალის დე ფაქტო ადმინისტრაცია აქვეყნებს. ამასთან დე ფაქტო მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს არ დაარღვიოს "სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილების" წესები და 5 მარტიდან ისარგებლონ მხოლოდ ენგურის ცენტრალური ხიდით.

გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის განცხადებას "ლაივპრესი" უცვლელად გთავაზობთ:

"პრეზიდენტის ბრძანება "აფხაზეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გამშვები პუნქტების შესახებ", რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს იქნა მიღებული, შესრულდება. ეს კი გულისხმობს ნაბაკევისა და ოტობაიის გამშევბი პუნქტების დახურვას.

მიმდინარე წლის 25 იანვარს ჩატარდა საკონტროლო გამშვები პუნქტების ჩაკეტვის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია, გამოვიდა ადგილობრივი მოსახლეობა, მაგრამ მას შემდეგ რაც მათ გაესაუბრნენ მთავრობის წევრები, ხალხი დაიშალა.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვუხსნით მოსახლეობას, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა რუსეთთან ერთად ამყარებს სახელმწიფო საზღვარს აღმოსავლეთ მეზობელთან, რომელიც ჯერ კიდევ არ აღიარებს 2008 წლის 26 აგვისტოს შემდეგ არსებულ პოლიტიკურ რეალობას...

აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად (პირობით საზღვარზე გადაადგილების)ორი წლის განმავლობაში სამუშაოებს ატარებდა სახელმწიფო და პრეზიდენტი. გამოიყო თანხები, რათა საკონტროლო გამშვები პუნქტების დახურვის შემდეგ, სახელმწიფო საზღვრის მოშორებით მცხოვრებ მოსახლეობას გამარტივებოდა მისვლა მთავარ გამშვებ პუნქტამდე.

აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებით და რუსეთის ფინანსური დახმარებით გამოიყო 153 მილიონი რუბლი, რომელიც მოხმარდა საავტომობილო გზის მშენებლობას. ამის შემდეგ გაუმჯობესდა სატრანსპორტო მოძრაობა და დაინიშნა ავტობუსი, რომელსაც მისაღები განრიგი აქვს რათა მგზავრები მიიყვანოს ენგურის ხიდამდე. ამასთან ერთად რუსმა და აფხაზმა მესაზღვრეებმა ადმინისტრაციის დახმარებით გააფართოვეს საკონტროლო გამშვები პუნქტი "ენგური". დაემატა განყოფილებები სადაც მოსახლეობას უმოწმდება დოკუმენტები. გალის რაიონის თითოეულ სოფელს ემსახურება ავტობუსი და "ენგურამდე" მოსვლა არ წარმოადგენს სირთულეს. ამიტომაც დაჟინებით ვურჩევთ რაიონის მცხოვრებლებს არ დაარღვიონ სახელმწიფო საზღვრის შესახებ წესები და მიმდინარე წლის 5 მარტიდან ისარგებლონ მხოლოდ ცენტრალური საკონტროლო გამშვები პუნქტით "ენგურით", - ნათქვამია გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ჯერ კიდევ გასული წლის მარტში შეიტანა ცვლილება "სახელმწიფოს საზღვრის შესახებ" კანონში. ის სხვა ღონისძიებებთან ერთად ადმინისტრაციული საზღვრის უკეთ გაკონტროლების მიზნით საკონტროლო-გამშვები პუნქტების შემცირებას გულისხმობს. დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. ახალი კანონის აღსრულება აპრილიდან დაიწყო, როცა ერთი გამშვები პუნქტი ზუგდიდის სოფელ შამგონას მოსაზღვრე თაგილონისა და მეორე წალენჯიხის სოფელ ფახულანის მოსაზღვრე ლეკუხონაში გააუქმა. ადმინისტრაციულ საზღვარზე ხურჩა - ნაბაკევის და ოტობაია-ორსანტიის ე.წ. გამშვები პუნქტის დახურვა კი ერთი თვით, მას შემდეგ გადაიდო, რაც გალელებმა საპროტესტო აქციები გამართეს. ამასთან შეიქმნა საინიციატივო ჯგუფიც, რომელმაც ხელმოწერების შეგროვებ დაიწყო.

დე ფაქტო მთავრობის მონაცემებით, ამჟამად ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქმედი ოთხი საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან (ენგურის ხიდი, ნაბაკევი-ხურჩა, ოტობაია-ორსანტია, საბერიო-ფახულანი) ყოველდღიურად, დაახლოებით, 1 500 ადამიანი გადადის სამეგრელოს რეგიონში და იმდენივე ბრუნდება უკან გალში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საარჩევნო საკითხებზე საჩივრების წარდგენა ელექტრონულად,
21:23 / 29.07.2021
საარჩევნო საკითხებზე საჩივრების წარდგენა ელექტრონულად,
COVID19 პანდემიის პირობებში ქვეყანა კვლავ მოუმზადებელია
დისტანციური სწავლებისთვის,
20:56 / 29.07.2021
COVID19 პანდემიის პირობებში ქვეყანა კვლავ მოუმზადებელია დისტანციური სწავლებისთვის,
ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ის
19:23 / 29.07.2021
ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ის
პარტია
15:14 / 29.07.2021
პარტია "ერთანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, ის პარლამენტს ტოვებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
30 კილომეტრი ფეხით ფეხბურთის მოედნამდე [ვიდეო]
ალეკო თასმებს იკრავს და უმცროს ძმას, ილიას ეძახის, მოემზადეო. მერე
B612 - წიგნის მოყვარული მოზარდების ახალი „პლანეტა“  ზუგდიდში [ვიდეო]
წიგნს აქვს მაგიური ძალა და გვაძლევს იმას, რასაც სხვაგან ვერ ვპოულობთ,
ველოსპორტი რისკის ფასად - რატომ არ ცვლის სიტუაციას ზუგდიდის მერია [ვიდეო/ფოტო]
15 წლის ნიკოლოზ ტყებუჩავა სკოლისგან თავისუფალ დროს მთლიანად
მდგრადი მოდის საწარმო ეკოლოგიური ზიანის შესამცირებლად [ვიდეო/ფოტო]
ყველას გარდერობშია გამოუყენებელი ან მოძველებული ტანისამოსი,
ცხოვრება დევნილობაში, პანდემიისას [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ რუხში, ყოფილი სკოლის ნგრევად შენობაში 9 დევნილი ოჯახი
ფოტო
"აქტიურობა მაღალია"-  ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით" ვაქცინაციის
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
 26 მაისი ზუგდიდში [ფოტო]
დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში, უკვე მეორე წელია არ იმართება
რეგულაციები კორონავირუსზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზუგდიდში [ფოტორეპორტაჟი]
ტრანსპორტში, მუნიციპალურია ის, თუ კერძო, ისევ პრობლემად რჩება
ოჩოფეხები კოლხეთის ეროვნული პარკიდან [ფოტო]
ოჩოფეხები, რომლებიც კოლხეთის ეროვნული
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.