ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრედ მცხოვრები ოჯახები ბუნებრივი აირის ვაუჩერს მიიღებენ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო
მინისტრის
განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრები მოსახლეობა
ბუნებრივი აირის 200 ლარიან ვაუჩერს მიიღებს. ქეთევან ციხელაშვილის
თქმით, პროექტის საერთო ღირებულება 2 378 800 ლარს შეადგენს,
აღრიცხული ოჯახების რაოდენობა კი 11 894-ია. შესაბამისი
გადაწყვეტილება დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
„თქვენ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს უწყებათაშორისი დროებითი კომისიის წინა წლის ნოემბრის დადგენილებიდან. ჩვენ წლების განმავლობაში გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ ფაქტობრივად ყველა ოჯახს ვეხმარებით გამოსაზამთრებელი ღონისძიებებით, მათ შორის, 200-ლარიანი ვაუჩერით. წინა წლის ბოლოს თითქმის ყველა სოფლის გაზიფიცირება დასრულდა. არის რამდენიმე გამონაკლისი 728 ოჯახი, რომელთაც ბუნებრივი აირის საფასურის ნაცვლად მიეცემათ ხელზე 200-ლარიანი ვაუჩერი“, - აღნიშნა ციხელაშვილმა.