ახალი ამბები
აქცია სენაკში - მოქალაქეები სკვერის გაჩეხვას აპროტესტებენ
FaceBook Twitter
E-mail Print
სენაკის სკვერში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა მოთხოვნით - „შევაჩეროთ პარკის გაჩეხვა - განადგურება“. აქციის მონაწილეების განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სკვერის გაჩეხვა დაიწყო.

„სკვერში დღეს ტექნიკა შეიყვანეს და გაჩეხვა დაიწყეს. ეს რეკრეაციული ზონაა და იჩეხება, იმიტომ, რომ აქ კერძო კლინიკა უნდა აშენდეს, რომლის მფლობელი გამგეობის აუდიტის სამსახურის მეუღლეა, ხოლო კლინიკის არაფორმალური მფლობელი თავად გამგებელია“, - უთხრა „ლაივპრესს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ აპოლონ გარუჩავამ.

მისივე განცახდებით, დღესვე დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება სკვერის გაჩეხვის შეწყვეტის მოთხოვნით.

თავის მხრივ, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ სკვერი არ იჩეხება და მხოლოდ მის მომიჯნავედ შენდება კერძო კლინიკა.

„საუბარია დაახლოებით 40 კვადრატულ მეტრზე, სადაც კერძო კლინიკა უნდა აშენდეს. კლინიკის მესაკუთრე გამგეობის აუდიტის განყოფილების უფროსის მოვალეობის შესმრულებლის მეუღლეა, მაგრამ ამას არანაირი კავშირი არ აქვს გამგეობის სამსახურების საქმიანობასთან. ეს ტერიტორია მესაკუთრეს გადაეცა დროებითი სარგებლობის უფლებით. ყველაფერი კანონის დაცვით მოხდა. კლინიკის მშენებლობა გასულ წელს, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს ფარგლებში“ დაფინანსდა. იქ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები არანაირად არ დააზიანებს სკვერს“, - უთხრეს „ლაივპრესს“ სენაკის გამგეობაში.

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის იურიდიულ პირზე გადაცემის კანონიერებაზე დავა სასამართლოში გაგრძელდება. მოქალაქეთა სარჩელი სენაკის სასამართლომ წარმოებაში შარშან, 21 დეკემბერს მიიღო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ქართული ოცნების“
20:41 / 15.11.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ქართული ოცნების“
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახური სოხუმის უღელტეხილზე ხანძრის
ჩასაქრობად
17:56 / 15.11.2019
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახური სოხუმის უღელტეხილზე ხანძრის ჩასაქრობად
17:27 / 15.11.2019
"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო" შეშფოთებას გამოთქვამს ხელისუფლების
ვიდეო
პოლიეთილენის საფრთხე [ვიდეო]
სამწუხაროდ, საქართველოში პოლიეთილენის გამოყენება კვლავ დიდი დოზით ხდება. ამის მიზეზი
ბოტანიკური ბაღი გახსნამდე ერთი თვით ადრე [ვიდეო]
ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი,
ბაღის იატაკი - საძინებელი თუ „მოსვენების კუთხე“?
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
ფოტო
ჩირის ფარდები მარტვილის სოფლებში [ფოტო]
მარტვილის მუნიციპალიტეტში ხურმა მნიშვნელოვანი სამეურნეო კულტურაა.
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.