საბჭოთა ოკუპაცია - აქცია ენგურის ხიდზე [ვიდეო]
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის"
ადგილობრივმა ორგანიზაციამ, ენგურის ხიდთან აქცია გამართა. პარტიის
წევრებმა და მხარდამჭერებმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია კიდევ
ერთხელ გააპროტესტეს.
საბჭოთა ოკუპაციის დღეს, სახელმწიფო უწყებების შენობებზე საქართველოს დროშები დაუშვეს. 1921 წლის 25 თებერვალს რუსული წითელი არმია საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა და ქვეყნის ოკუპაცია განახორციელა. 11-12 თებერვალს ღამით, ბორჩალოს მაზრის რუსი კოლონისტების სოფლებში დაიწყო "აჯანყება", რომელიც საბჭოთა პროპაგანდამ "საქართველოს მშრომელთა აჯანყებად" გამოაცხადა.
12 თებერვალს რუსეთმა საომარი ოპერაციები დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ. აზერბაიჯანიდან საზღვრები გადმოლახა მე-11 წითელმა არმიამ, რომელიც კავალერიის ორი დივიზიით იყო გაძლიერებული. საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაებნენ ასევე მე-8, მე-9 და მე-13 არმიები. 19-20 თებერვალს, სოფელ ტაბახმელასთან, თბილისის მისადგომებთან, მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა 510-მა იუნკერმა გაუწია. 25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ ლენინს დეპეშით აცნობა: "თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას!".