ახალი ამბები
სენაკში მესამე დღეა დაკარგულ ბავშვს ეძებენ
სენაკში მესამე დღეა 8 წლის დაკარბულ ბიჭს ეძებენ. ის 24 თებერვალს გაუჩინარდა და ოჯახის წევრებისთვის ამდრომდე უცნობია მისი ადგილოსამყოფელი. შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ მოზარდის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

როგორც გაუჩინარებული ბიჭის მამა ერეკლე გაბეჩავა ამბობს, მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, არიან სოციალურად დაუცველები და ბავშვს ხშირად უწევდა ჯართის და ბოთლების შეგროვება.

„მესამე დღეა არ არის ახალი არაფერი. არ მაქვს მე პირადად ეჭვი არავისზე ბავშვი, რომ წაეყვანა ან რამე“, - განაცხადა ერეკლე გაბეჩავამ.

სამართალდამცველებმა დაკითხეს დაკარგულის მამა და ნათესავები.