ტრანსელექტრიკა: „ხუდონჰესის“ მშენებლობის პროექტი შეჩერდა
სვანეთში „ხუდონჰესის“ მშენებლობის პროექტი შეჩერდა.
ერთ-ერთი ინვესტორი კომპანიის, „ტრანსელექტრიკა ჯორჯიას“ დირექტორმა
დავით მირცხულავამ განაცხადა, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა მასზე
ნაკისრი ვალდებულებები, რაც პროექტის შეჩერების მიზეზი გახდა:
„იქ იყო გარკვეული ვალდებულებები სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც უნდა შესრულებულიყო. ეს ეხებოდა მიწების აღრიცხვიანობას რაც არ განხორციელებულა. დღეისთვის ეს პროექტი არის გაჩერებული. მშენებლობაზე არც არის საუბარი იმიტომ, რომ ჩვენ მშენებლობის ნებართვა არ აგვიღია“, - განუცხადა დავით მირცხულავამ საზოგადოებრივ მაუწყებელს.
თავისმხრივ ენერგეტიკის მინიტრი კახა კალაძე ირწმუნება, რომ „ხუდონჰესი“ აუცილებლად აშენდება, რადგან ის ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტია.
„ამჯერად მიმდინარეობს მოლაპარაკებები და როდესაც დასრულდება, ყველაფერი გახდება ცნობილი. აშენდება რადგან ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, როგორც ენერგეტიკული თვალსაზრისით ასევე ეკონომიკურ ჭრილში. ასეთი მასშტაბური პროექტების განვითარება ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ დაანონსეს, რომ ინდურ-ინგლისური კომპანიის „ტრანსელექტრიკა ჯორჯიას“ პროექტი მდინარე ენგურზე 700 მეგავატიანი ჰესისა და 200 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობას ითვალისწინებს. ამ პროექტს თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოსდაცვით ორგანიზაციების ნაწილი. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, გარემოს დაცვითი ორგანიზაციების განცხადებით, დაიტბორება 500 ჰექტარზე მეტი ტერიტორია, მათ შორის რამდენიმე სოფელი. გასულ წელს „ხუდონჰესის“ პროექტის წინააღმდეგ ხაიშში საპროტესტო აქციები იმართებოდა. სოფლის მცხოვრებლებმა უძველესი სვანური ტრადიციის თანახმად ხატზე დაფიცების რიტუალიც ჩაატარა, რომ არ დათმობდა საკუთარ სახლ-კარს და არ მისემდა კომპანიას ხუდონჰესის მშენებლობის უფლებას.