ახალი ამბები
დღეს ზუგდიდში ენმ-ის რეგიონული კონფერენცია გაიმართება
FaceBook Twitter
E-mail Print
დღეს ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს რეგიონული კონფერენცია გაიმართება. ეს ინფორმაცია „ლაივპრესს“ პარტიის წარმომადგენელმა ლევან კონჯარიამ დაუდასტურა. რამდენ დელეგატს ელოდებიან პარტიულ ღონისძიებაზე, მისთვის უცნობია. მან არც ის იცის, თუ თბილისიდან ვინ დაესწრება ამ შეკრებას.

„ზუგდიდში ვინც არის წარმოდგენილი, ის ჩამოვა. რაიონებს ყველას თავისი ჩამოყავს“, - აღნიშნა მან.

მანამდე ჩვენ დავუკავშირდით ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრ ანა წითლიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ არ სცალია და რეგიონულ კონფერენციასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერ ვერ გააკეთებს.

სამეგრელოში გასამართ კონფერენციასთან დაკავშირებით „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა. მისი თქმით, ტარდება ერთ-ერთი შიდაპარტიული არჩევნები, რომელიც თავისი მნიშვნელობით არის ისტორიული მომენტი.

„ამ არჩევნებს და მისი ორგანიზების პროცესს არაერთი განხილვა, საჩივარი და პრეტენზია ახლდა. ისიც ვიცით, რომ ვინც ნაციონალური მოძრაობა ვერ დაანგრია, მათ ახლა სამიზნეში სამეგრელო ამოიღეს და სიხარულით ელიან არჩევნების შედეგს. ვხედავ გულანთებული, პატრიოტი მხარდამჭერების გულისწყრომას. ამ ხალხს არც თანამდებობა უთხოვია ოდესმე, არც რაიმე სხვა პირადი სარგებელი. ითხოვენ ერთს: ნუ გარიგდებით, ნუ დაგვინიშნავთ ლიდერებად მათ, ვისაც არ ვენდობით, ჩვენ მზად ვართ ივანიშვილთან უკომპრომისო ბრძოლისთვის, ხელს ნუ გვიშლით. ამის არდანახვა, უბრალოდ დანაშაულია! სამეგრელო იყო და არის მაღალი პოლიტიკური კულტურისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლაცდარმი საქართველოში. ამიტომ მაქვს იმედი, რომ დღეს ამ შიდა-დემოკრატიული პროცესის ფარგლებში თქვენ მაინც მოძებნით საუკეთესო გადაწყვეტილებას და ყველას დაანახებთ, რომ სამეგრელოს ენმ-ის ბედი თავისუფალი ადამიანების ხელშია და გააკეთებთ სწორ არჩევანს.

ვერასოდეს გავიგებ, რა არის ის ძალა, რამაც შეიძლება გაიძულოს ორპირობა ამჯობინო ერთგულებას, ქედის მოდრეკა არჩიო ბრძოლას, უსამართლობაზე გაჩუმება გერჩიოს სიმართლის თქმას, პირად მერკანტილურ ინტერესზე ან რაღაც თანამდებობაზე გაცვალო ყველაზე ძვირფასი, რაც პოლიტიკოსს შეიძლება ქონდეს: შენივე მხარდამჭერების ნდობა და სიყვარული!“, - წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.

ჯერ კიდევ 24 თებერვალს უცნობი იყო, თუ როდის გაიმართებოდა პარტიის რეგიონული შეკრება. სწორედ ანა წითლიძე ითხოვდა თარიღის განსაზღვრას პარტიული ღონისძიების ჩასატარებლად. ენმ-ის წარმომადგენელმა მაშინ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიას განკარგულების საფუძველზე 28 თებერვლამდე ყველა რეგიონში უნდა გამართულიყო პარტიული ღონისძიება, თუმცა დღემდე მისგანაც ვერ მიიღო კონკრეტული პასუხი კითხვაზე თარიღთან დაკავშირებით.

ჩვენ ვითარებაში გასარკვევად ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიასაც ვესაუბრეთ. მისი თქმით, კონფერენციები ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით და სამეგრელოშიც უახლოეს მომავალში გაიმართება. თუმცა კონკრეტული რიცხვი, თუ როდის, არ დაუკონკრეტებია. ნიკა მელიას განმარტებით, ყველგან პარტიული ღონისძიება 20 მარტამდე უნდა ჩატარდეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.