სენაკში დაკარგულ ბავშვს მდინარე ტეხურაში ეძებენ
სენაკში დაკარგული რვა წლის ბიჭის საქმესთან დაკავშირებით
ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ „ლაივპრესს“ შინაგან საქმეთა
სამინისტროში განუცხადეს. მის მიმართ საქმე სისხლის სამართლის
კოდექსის 129-ე დაუხმარებლობის მუხლით არის აღძრული, რაც გულისხმობს
სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირისთვის აუცილებელი და
გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას.
„არსებული ინფორმაციით, ეს ბავშვი წყალში ჩავარდა. პოლიცია ადგილზეა მობილიზებული და ვეძებთ“, - გვითხრეს სამინისტროში.
სამძებრო სამუშაოები მდინარე ტეხურაში მიმდინარეობს.
8 წლის ბიჭი 24 თებერვალს გაუჩინარდა. ბავშვის მამის, ერეკლე გაბეჩავას თქმით, მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ოჯახი სოციალურად დაუცველია, რის გამოც ბავშვს ხშირად უწევდა ჯართის და ბოთლების შეგროვება.
სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს დაკარგულის მამა და ნათესავები.