ციხელაშვილი ოთხოზორიას დედას შეხვდა [ვიდეო]
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო
მინისტრი
ქეთევან ციხელაშვილი წელს სოფელ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას
ოჯახში მივიდა.
„დღეს დედის დღეა და რთულია, შვილმკვდარ დედას რაიმე სანუგეშო უთხრა, მაგრამ მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენ ყველა შესაძლო ძალისხმევას ვახორციელებთ იმისთვის, რომ დამნაშავე დაისაჯოს. ეს არის უმძიმესი ფაქტი და სახელმწიფო არ შეეგუება იმას, რომ დამნაშავე დაუსჯელი დარჩეს. გიგა ოთხოზორია შეუერთდა იმ გმირების რიგებს, რომელთაც თავის შესწირეს სამშობლოს მომავლისთვის ბრძოლას. ამ ბრძოლებში დაღუპული გმირების დედები არიან პირველები მათ რიგში, ვინც იცავს მშვიდობას და კარგად ესმის, როგორი უბედურებაა კონფლიქტი და როგორი დიდია კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელობა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მინისტრმა ოჯახის წევრებს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა.
გალის რაიონიდან დევნილი 19 მაისს აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში მოკლეს.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული ზუგდიდის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლებით აღკვეთა მიუსაჯა.