ციხელაშვილი გადასასვლელების დახურვაზე: ჩვენი პრიორიტეტი იქნება გადაწყვეტილების უკუქცევა [ვიდეო]
ახლოს ვართ იმ ე.წ გადასასვლელ პუნქტებთან, რომელთა დაკეტვაზეც
მიმდინარეობს საუბარი. შეიძლება ეს განზრახვა ოკუპირებულ ტერიტორიაზე
არსებული რეჟიმის მხრიდან სისრულეში მოვიდეს, მაგრამ მე მინდა
დაგარწმუნოთ იმაში, რომ ქართული სახელმწიფოს პრიორიტეტი იქნება ის,
რომ ამ გადაწყვეტილებების უკუქცევა მოხდეს, - განაცხადა ზუგდიდში
მყოფმა შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა
ქეთევან ციხელაშვილმა.
მისი თქმით, დღეს არსებული ბარიკადები თუ მავთულხლართები დიდ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას, მათ შორის სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს, რომლებიც უამრავი გამოწვევის მიუხედავად არ ტოვებენ საკუთარ სახლებს და ზრუნავენ ახალგაზრდების განათლებაზე, ასევე უწყობენ ხელს ნდობის დაბრუნებას, მშვიდობის ხიდების აშენებას.
„ჩვენ აბსოლუტურად ყველა მექანიზმის გამოყენებით ვმუშაობთ იმაზე, რომ პირველი, ამის პრევენცია მოხდეს. თქვენ მოისმინეთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ძალიან მკვეთრი შეფასებები ამ განზრახვასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი სახელმწიფოს განცხადებაც გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიუღებელია გადაადგილების შეზღუდვა, და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ გადაადგილების ხელშეწყობა მოხდეს, რათა თავიდან ავირიდოთ ის ჰუმანიტარული გამოწვევები, რაც ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანაზე იქნებოდა დამოკიდებული. ეს გვაძლევს იმის იმედს, რომ მომავალში ყველა ფორმატის გამოყენებით, იქნება ეს გალის შეხვედრები თუ ჟენევა, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით გამოვიყენოთ ამ ადამიანიების უფლებების დასაცავად“, - განმარტა ქეთევან ციხელაშვილმა.
ხურჩა-ნაბაკევის და ოტობაია-ორსანტიის ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვას დე ფაქტო მთავრობა ხვალ, 4 მარტისთვის გეგმავს, გალის მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად.
ამის შესახებ განცხადება გალის დე ფაქტო ადმინისტრაციამ 21 თებერვალს გაავრცელა.
ამასთან, დე ფაქტო მთავრობამ მოუწოდა მოსახლეობას, არ დაარღვიონ „სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილების" წესები და 5 მარტიდან ისარგებლონ მხოლოდ ენგურის ცენტრალური ხიდით.
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ჯერ კიდევ გასული წლის მარტში შეიტანა ცვლილება "სახელმწიფოს საზღვრის შესახებ" კანონში. ის სხვა ღონისძიებებთან ერთად ადმინისტრაციული საზღვრის უკეთ გაკონტროლების მიზნით საკონტროლო-გამშვები პუნქტების შემცირებას გულისხმობს. დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. ახალი კანონის აღსრულება აპრილიდან დაიწყო, როცა ერთი გამშვები პუნქტი ზუგდიდის სოფელ შამგონას მოსაზღვრე თაგილონისა და მეორე წალენჯიხის სოფელ ფახულანის მოსაზღვრე ლეკუხონაში გააუქმა. ადმინისტრაციულ საზღვარზე ხურჩა - ნაბაკევის და ოტობაია-ორსანტიის ე.წ. გამშვები პუნქტის დახურვა კი ერთი თვით, მას შემდეგ გადაიდო, რაც გალელებმა საპროტესტო აქციები გამართეს. ამასთან შეიქმნა საინიციატივო ჯგუფიც, რომელმაც ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
დე ფაქტო მთავრობის მონაცემებით, ამჟამად ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქმედი ოთხი საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან (ენგურის ხიდი, ნაბაკევი-ხურჩა, ოტობაია-ორსანტია, საბერიო-ფახულანი) ყოველდღიურად, დაახლოებით, 1 500 ადამიანი გადადის სამეგრელოს რეგიონში და იმდენივე ბრუნდება უკან, გალში.