ციხელაშვილი შერეულ ოჯახებს: თქვენ ხართ ნდობის აღდგენის რესურსი [ვიდეო]
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო
მინისტრი
ქეთევან ციხელაშვილი ზუგდიდში დედის დღესთან დაკავშირებით შერეული
ოჯახის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო კონფლიქტის შედეგად
დღეს არსებულ ვითარებას, გამოწვევებს, დაბრკოლებებს და ამ პროცესის
დარეგულირებაში ადამიანური ურთიერთობების როლს. მინისტრის თქმით,
მშვიდობიანი სურვილების პირისპირ დგას ხისტი ძალა, ტანკები,
მავთულლართები და ბარიკადები, რომელიც ყველაზე ნაკლებადაა
დაინტერესებული ქართველების და აფხაზების შერიგებით.
ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ რა გეგმაც არ უნდა შეიმუშაოს მთავრობამ, ვერ გააკეთებენ იმდენს, რისი რესურსიც შერეულ ოჯახებს აქვთ.
„ვეუბნები აფხაზებს, რომ ეს არ არის მდგრადი გზა, მომგებიანი გზა. რას უპირისპირებენ რუსს, უპირისპირებენ რუსიფიკაციას, მათ შორის გალის სკოლებში. რუსი სამხედროები და მათი ოჯახები ჩამოსახლებულები არიან აქ, რეალურად ამას უპირისპირებენ ქართულ იდენტობას. ის საფრთხე, რაც ქართველებს აფხაზეთში ემუქრებათ, უკვე აფხაზებსაც ემუქრებათ. უკვე მიდის ეს პროცესი“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, აფხაზებს პირისპირ, ფორმალური თუ არაფორმალური საუბრებისას მუდმივად ეუბნება, რომ დროულად გააცნობიერონ ერთი გარემოება - რაც უფრო ანტიქართველი იქნება, მსგავსი მიდგომა მათ უფრო „მეტ აფხაზს“ ვერ გახდის.
„გზა ის კი არ არის, რომ ამოძირკვო ქართული, მოდი ერთად ვიმუშაოთ, რომ აფხაზური აფხაზურ სკოლებში გავაძლიეროთ. ეს ძალა იქით წაიღე, მეც დამიხმარე, საერთაშორისო პარტნიორებიც დაიხმარე“, - აღნიშნა ციხელაშვილმა.
მან შეხვედრაზე ყურადღება ასევე გაამახვილა სამეგრელოსთან გადასასვლელების დახურვის შესახებ დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებაზე და განმარტა - ყველა ბერკეტს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ბრძანების სისრულეში მოყვანის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების „უკუქცევა მოხდეს“.
მინისტრის თქმით, დღეს ცდილობენ აფხაზეთში ქართველებისგან „მტრის ხატის“ შექმნას. ამიტომ, მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია მსგავს ანტიპოლიტიკას ინფორმაციის გავრცელებით შეეწინააღმდეგონ, გაავრცელონ ალტერნატიული ცნობები, ხმა მიაწვდინონ ენგურს გაღმა მცხოვრებლებს.
ციხელაშვილის განმარტებით, ყველაზე უკეთესი საშუალება და ბერკეტი ინფორმაციის გავრცელების, არის ხალხი. სამეგრელოსთან გადასასვლელების დახურვაც ერთ მიზანს ემსახურება - მიმოსვლის შეზღუდვას და კონტაქტების შეწყვეტას.
თავის მხრივ, შეხვედრის მონაწილე შერეული ოჯახების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დღეს სახელმწიფო არამხოლოდ აფხაზებთან შერიგებით, არამედ იქ მცხოვრებ ქართველებთან ინტენსიური ურთიერთობების, კომუნიკაციის აღდგენით უნდა იყოს დაინტერესებული, განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, ვინც ძალიან იშვიათად, ან საერთოდ არ გადმოდის სამეგრელოსა და დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე.
ზუგდიდშში ქეთევან ციხელაშვილმა რამდენიმე შეხვედრა გამართა. თავდაპირველად მან სოფელ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახი მოინახულა, მოგვიანებით პედაგოგებს შეხვდა. საკუთარი ვიზიტი მინისტრმა შერეულ ოჯახებთან გასაუბრებით დაასრულა, მათ დედის დღე მიულოცა და საჩუქრად ყვავილები და ტკბილეული გადასცა.