ახალი ამბები
ექსპერტები კოლხური ბზის გადასარჩენად რუხში დაკალმების მეთოდოლოგიებს შეისწავლიან [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოს ენდემური სახეობის და „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარის - კოლხური ბზის გადარჩენის მიზნით, კიდევ ერთი პროექტის განხორციელება დაიწყო ოკუპირებულ აფხაზეთთან მოსაზღვრე სოფელში. რუხში მოქმედ სასათბურე მეურნეობაში, 500 კვ.მ ფართობი ოთხ სექციად დაიყოფა და თითოეულ მათგანში ბზის დაკალმების მეთოდოლოგიებს შეისწავლიან. პროექტის - „ნდობის აღდგენის ღონისძიებების გაძლიერება კოლხური ბზის გადარჩენის კოორდინირებული აქტივობების გზით“ ფარგლებში დღეს სათბურში შეხვედრა გაიმართა, სადაც მენეჯერმა თენგიზ სვანიძემ ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო ის აქტივობები, რომელთა განხორციელებასაც უახლოეს მომავალში გეგმავენ. კერძოდ, ექსპერტების ჩართულობით დაკალმების საუკეთესო მეთოდოლოგიას შეიმუშავებენ და შერჩეული მეთოდით გაგრძელდება მცენარის გადარჩენაზე მუშაობა.

„არასამთავრობო ორგანიზაცია „სენის“ საქმიანობაში ჩვენ ირიბად ვიყავით ჩართულები და ჩვენი სათბურის ერთი სექცია შარშან დავუთმეთ მათ, რომელმაც დაიწყო კოლხური ბზის დაკალმების სამუშაოები. შემდეგ დაგვებადა იდეა, რომ უფრო გავფართოებულიყავით. წლის განმავლობაში 30-40 ათას კალმამდე იქნება გამოყვანილი“, - აღნიშნა თენგიზ სვანიძემ.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში შეხვდებიან ახალგაზრდებს, მოსწავლეებს, გააცნობენ მცენარის მდგომარეობას საქართველოში, ესაუბრებიან მისი გადარჩენის აუცილებლობის მნიშვნელობაზე. პარალელურად კალმებს გადასცემენ სკოლებს, დენდროლოგიურ პარკებს, დარგავენ იმ ტერიტორიაზე, სადაც ადრე ბზა ხარობდა, თუმცა უკვე განადგურებულია, მოხდება მასივების შევსება.

პროექტის მენეჯერი ამბობს, რომ ძალიან სავალალო მდგომარეობაშია დღეს მცენარე სამეგრელოში, ისევე როგორც აფხაზეთსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში. კერძოდ, თუ შარშან ჯანსაღი კალმების აღება თავისუფლად იყო შესაძლებელი. წელს გამოსადეგი კორომები საძებარი გაუხდათ. ამიტომ დახმარებისთვის გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართეს.

„პარალელური პროექტი და პარალელური მუშაობა კოლხური ბზის გადასარჩენად მიმდინარეობს აფხაზეთის ტერიტორიაზეც. სამინისტროში დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდოლოგიაზე მუშაობენ. ახლაც არის, მაგრამ იმდენ ეფექტს ვერ იძლევა, ამიტომ, სანამ არ განადგურებულა, კოლხური ბზის კუნძულები უნდა შევინახოთ“, - აღნიშნა თენგიზ სვანიძემ.

თავის მხრივ, კავკასიური გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის რეგიონული კოორდინატორის, მაია კოდუას თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც კიდევ მეტად შეუწყობს ხელს მცენარის გადარჩენას, ამასთან საზოგადოების ინფორმირებას, თუ როგორ შეუძლია თითოეულ მათგანს იზრუნოს ბზის გადარჩენისთვის.

კავშირი - ასოციაცია „აგორა“ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივა COBERM-მა დააფინანსა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, კავკასიაში პირველი კოლხური ბზის საბაზისო სანერგე მეურნეობა 2016 წლიდან ფუნქციონირებს. კოლხური ბზის სანერგე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის ( CENN ), ასოციაცია „აგორას“, ასევე საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს პარტნიორული თანამშრომლობით მოეწყო.

კოლხური ბზის სანერგეში უკვე დაკალმდა 30 ათასი ნერგი. გაზაფხულზე, კიდევ ამდენივე დაკალმდება. კოლხური ბზის ჯანსაღი კალმები სანერგეში იმერეთიდან ჩამოიტანეს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.