ახალი ამბები
მერაბ ქვარაია თვითმმართველი ქალაქების შემცირების საკითხზე
FaceBook Twitter
E-mail Print
შესაძლოა ეს არის მოსაზრების დონეზე. სხვა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ არსებობს, - განაცხადა ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა და რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაიამ. საქმე ეხება მმართველი გუნდის მხრიდან გაჟღერებულ წინადადებას, რეფორმის ფარგლებში თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. დეპუტატის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა თვითმმართველობის განვითარების და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიმართულებით, და შესაბამისად გამოიკვეთება, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება რეგიონების და თვითმმართველობის გასაძლიერებლად.

„ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, რასაც თქვენ მეუბნებით, ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ. ეს ამ ეტაპზე შესაძლოა არის მოსაზრების დონეზე, სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით“, - უთხრა დეპუტატმა „ლაივპრესს“ და დასძინა, რომ როგორც კი რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება რეფორმის შემდგომი ეტაპის თვალსაზრისით, ამის შესახებ აუცილებლად ეცნობება საზოგადოებას.

მერაბ ქვარაიას თქმით, აღნიშნული საკითხი იქნება განხილვის, მსჯელობის საგანი ფართო წრეებში, მათ შორის ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით მოხდება მასზე მუშაობა. ერთი რამ, რაც დღეს შეუძლია მაჟორიტარ დეპუტატს დაზუსტებით თქვას ის არის, რომ ყოველი შემდეგი ეტაპი მათი გუნდის მხრიდან გადადგმული, იქნება თვითმმართველობის გაძლიერებისთვის.

რა პოზიცია აქვს თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით, განმარტა:

„იცით, ასე ცალკე კონტექსტიდან ამოგლეჯილად ამ საკითხის განხილვა არ შეიძლება. გააჩნია რა მოცემულობაში იქნება ეს განხილული, რა სხვა თანმდევი ცვლილებების ფონზე იქნება ეს ყველაფერი გაკეთებული. რომელი ინსტიტუციების გაძლიერების და შესუსტების ხარჯზე. ამიტომ განყენებულად, კონტექსტიდან ამოგლეჯილად ამ საკითხის განხილვა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად და მართებულად“.

დეპუტატი ამბობს, რომ მმართველ გუნდში თვითმმართველობის რეფორმის გაღრმავების საკითხების განხილვა მიმდინარეობს და პროცესში ჩართულია რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტი, მათ შორის თავადაც. თუ როდის უნდა შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებების პაკეტი, აღნიშნა:

„ამ ეტაპზე ვერ დაგიდასტურებთ, რომ რაიმე პაკეტი იყოს მზად. ეს არის წინა სამუშაო სამზადისი. ასე დავარქვათ. უახლოეს მომავალში ალბათ გარკვეული მოსაზრებები იქნება ჩამოყალიბებული. ამის შემდეგ ჩვენ უკვე შეგვეძლება სერიოზულად ვისაუბროთ იმ ცვლილებებზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს კანონმდებლობაში, თვითმმართველობის განვითარების და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიმართულებით“.

ზუგდიდს 2006 წელს ჩამოერთვა ქალაქის სტატუსი და მხოლოდ 2014 წელს აღუდგა.

რაც შეეხება მაჟორიტარის ბიუროს გახსნას, რომელიც თებერვლის ბოლოსთვის იგეგმებოდა, მერაბ ქვარაიას თქმით, უახლოეს დღეებში დააანონსებენ კონკრეტულ თარიღს და ამის შესახებ მედიასთან ერთად სამოქალაქო სექტორსაც ეცნობება.

"თემის და ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატებს ცალ-ცალკე ბიუროები გვექნება. გადავალთ ძალიან აქტიური მუშაობის რეჟიმში“, - აღნიშნა მან.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.