სკოლამდელ დაწესებულებებში „საბავშვო ძიუდოს“ გაკვეთილები ჩატარდება
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ახალი პროექტი „საბავშო ძიუდო“ მალე
საბავშვო ბაღებში ამუშავდება და პატარებს სპორტის ამ სახეობის შესახებ
შესაბამის განათლებას მისცემს. როგორც „ლაივპრესს“ სპორტის და
ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან შეატყობინეს, რეგიონებში პროექტი
თელავის საბავშვო ბაღებიდან დაიწყება და მომდევნო ორი წლის
განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.
„ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოირჩევა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებით. ამის დასტურია ეს პროექტიც, რომელიც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს საშუალებას აძლევს სპორტს ეზიარონ. მნიშვნელოვანია, რომ ამ წამოწყებაში ჩართულია საერთაშორისო ფედერაცია. ჩვენი პრიორიტეტია მასობრიობა და ამ კუთხით ეს პროექტი გამორჩეულია. ფედერაციას დაგეგმილი აქვს პროექტის განხორციელება რეგიონებშიც, რაც სამომავლოდ ამ პროექტს კიდევ უფრო მიმზიდველს და პოპულარულს გახდის“, - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილიმა.
ის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად თბილისში, დიღმის ძიუდოს აკადემიაში გამართულ ვარჯიშს დაესწრო.