ახალი ამბები
მოსარჩელე: სამსახურიდან ზუგდიდის გამგებლის ყოფილ მოადგილესთან მეგობრობისთვის დამითხოვეს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის სასამართლო იწყებს გამგეობის ყოფილი თანამშრომლის, შემოსავლების განყოფილების ყოფილი უფროსის, კახა კვარაცხელიას საქმის განხილვას. მოსარჩელე თავს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულად მიიჩნევს, ამბობს, მხოლოდ იმის გამო დაითხოვეს, რომ გამგებლის ყოფილი მოადგილის, გურგენ სართანიას მეგობარია, თუმცა ოფიციალურ მიზეზად რეორგანიზაცია დაუსახელეს.

დღეს წესით უნდა გამართულიყო წინასასამართლო სხდომა, თუმცა გადაიდო, რადგან მოსამართლე ლაურა მიქავამ ადვოკატის მინდობილობა დაიწუნა, რომლითაც დასტურდება, რომ კახა კვარაცხელიას ინტერესებს დაიცავს მირზა მამულაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი.

მოსამართლის განმარტებით, დარღვეულია დოკუმენტის მთლიანობა, არ არის სათანადოდ აკინძული, ამიტომაც, პრობლემის გამოსწორების მიზეზით გამოაცხადა შესვენება, თუმცა პრობლემის აღმოფხვრა ამ დროში ვერ მოხერხდა, ამიტომ ლაურა მიქავამ პროცესი გადადო.

მირზა მამულაძემ ეს გადაწყვეტილება ადგილზევე გააპროტესტა. მისი თქმით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ მოსამართლეს სურდა დღევანდელი პროცესის გადადება. ადვოკატის თქმით, დოკუმენტაცია აღნიშნული ფორმით არაერთხელ წარუდგენია და ეს მანამდე პრობლემა არ ყოფილა. ის ირწმუნება, რომ დოკუმენტი კანონის დაცვით არის შედგენილი.

მოპასუხე მხარეა გამგეობის წარმომადგენელი ნათია ჩიტაია და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წარმომადგენელი ასმათ ბერაია. მათი განმარტებით, კომენტარს მანამდე არ გააკეთებენ, ვიდრე პროცესი არ დასრულდება.

რაც შეეხება მოსარჩელე მხარეს, მათი მოთხოვნაა გაბათილდეს გათავისუფლების შესახებ ბრძანება, აღადგინოს კახა კვარაცხელია სამსახურში და აუნაზღაურდეს მას ამ ხნის მანძილზე მიღებული პრემია და ხელფასი.

სასამართლო სხდომას ესწრებოდა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა. მისი თქმით, ტოტალურად მიმდინარეობს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებები და ის ამ სასამართლო პროცესებს მომავალშიც დააკვირდება, რადგან დაუშვებლად მიაჩნია, უმუშევრობის მაღალი ფონის გათვალისწინებით, სამსახურებიდან თანამშრომლების დათხოვნა ხდებოდეს.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ სამხარეო ადმინისტრაციის შენობისკენ მიემართებიან, გამაფრთხილებელი აქციის გამართვის მიზნით. მათ შორის არიან სხვა გათავისუფლებულებიც. მათთან იმყოფება გამგებლის ყოფილი მოადგილე გურგენ სართანია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.