სუსი: მოწმდება ინფორმაცია ოტობაიაში დაკავებულების შესახებ
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში სამი პირის
დაკავების შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახური ამოწმებს. როგორც "ლაივპრესს" სუსში
განუცხადეს, "ცხელი ხაზის და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით
მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება".
გავრცელებულ ცნობებს ვერ ადასტურებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო-ზემო წარმომადგენლობაში. ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ "ლაივპრესს" უთხრა, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობენ.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 5 დღის წინ სამეგრელო-აფხაზეთის ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დები სიგუები დააკავეს. იუწყებიან, რომ ისინი ოტობაიაში დედის დაკრძალვაზე მიდიოდნენ, რა დროსაც დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრეებმა დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ამავე ცნობების თანახმად, დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
5 მარტიდან დე ფაქტო მთავრობამ ოფიციალურად ჩაკეტა ოტობაია-ორსანტიის და ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტები. ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებლებს დანარჩენ საქართველოში გადმოსვლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ენგურის ხიდით და წალენჯიხაში საბერიო-ფახულანის ე.წ. გადასასვლელით შეუძლიათ.