სუსი ადასტურებს სამეგრელო-აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოქალაქეების დაკავებას
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ სამეგრელო-აფხაზეთის
ადმინისტრაციულ საზღვართან სამი ქალის დაკავების ფაქტს. როგორც
„ლაივპრესს“ სუსში განუცხადეს, მიმდინარეობს სამუშაოები მათ
გასათავისუფლებლად.
„გიდასტურებთ, რომ სამი ქალბატონი დაკავებულია. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს სამუშაოები მათ გასათავისუფლებლად“, - აცხადებენ სუსში.
როგორც „ლაივპრესს“ ოტობაიელმა რესპონდენტმა, უთხრა სამი დაკავებულიდან ერთ-ერთი ნათესავებთან ერთად ზუგდიდიდან ოტობაიაში დედის დაკრძალვაზე მიდიოდა. მისი ინფორმაციით, ისინი სოხუმში წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.
ცნობისთვის, 5 მარტიდან დე ფაქტო მთავრობამ ოფიციალურად ჩაკეტა ოტობაია-ორსანტიის და ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტები. ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებლებს დანარჩენ საქართველოში გადმოსვლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ენგურის ხიდით და წალენჯიხაში საბერიო-ფახულანის ე.წ. გადასასვლელით შეუძლიათ.