ახალი ამბები
ზუგდიდის გამგეობის საკონკურსო კომისიის წევრებს სასამართლოში ისევ დაკითხავენ [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციულ წარმოებაში მიიღო გამგეობის შემოსავლების განყოფილების ყოფილი უფროსის სარჩელი. კახა კვარაცხელია თავს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულად მიიჩნევს. ამბობს, მხოლოდ იმის გამო დაითხოვეს, რომ გამგებლის ყოფილი მოადგილის, გურგენ სართანიას მეგობარია, თუმცა ოფიციალურ მიზეზად რეორგანიზაცია დაუსახელეს.

მოსამართლე ლაურა მიქავას გადაწყვეტილებით, „სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების“ განხორციელების მიზნით გაერთიანდა კახა კვარაცხელიას და სოფლებში გამგებლის წარმომადგენელთა საქმეები, რადგან მათი სასარჩელო მოთხოვნა იდენტურია, ისევე როგორც მხარეების ინტერესების დამცველთა შემადგენლობა. შედეგად მომდევნო სხდომაზე, რომელიც 17 მარტს არის ჩანიშნული, ორივე საქმის არსებითი განხილვა უკვე გაერთიანებული სახით დაიწყება.

ასევე სასამართლოს ინიციატივით, საქმესთან, როგორც უშუალოდ კავშირში მყოფი პირები მომდევნო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხებიან მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრები: ლაშა გოგია, მამუკა წოწერია, ბაკურ კვეტენაძე, ბესიკ ჭეჟია, მაიზერ ნანავა, მურმან ნაჭყებია და ლავრენტი ალანია.

რაც შეეხება დღევანდელ მოსამზადებელ სხდომას, მოსამართლემ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის ინტერესების დამცველის საია-ს იურისტის, მირზა მამულაძის შუამდგომლობების დიდი ნაწილი. მათ შორის მოწმის სახით დაიკითხოს გამგებლის ყოფილი მოადგილე გურგენ სართანია და მტკიცებულებების სახით დაშვებულ იქნას საგაზეთო სტატიები, რომელშიც გამგეობის ყოფილი თანამშრომლები ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში საუბრობდნენ მოსალოდნელ რეორგანიზაციაზე და პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე.

მოსარჩელის მტკიცებულებების ნუსხაში ასევე დაშვებულ იქნა ფოტომასალა, სადაც მირზა მამულაძის მტკიცებით ნაჩვენებია საატესტაციო კომისიის ორი წევრის პარტიული (ქართული ოცნების) კუთვნილება.

შუამდგომლობის ამ ნაწილში მოპასუხე მხარის იურისტების, ასმათ ბერაიას და ნათია ჩიტაიას პოზიციაა, რომ ატესტაციისას გადაწყვეტილება არა ორმა, არამედ კომისიის შვიდმა წევრმა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციის და პროფკავშირის წარმომადგენელთა შემადგენლობით ერთობლივად მიიღეს.

ლაურა მიქავამ არ დააკმაყოფილა მირზა მამულაძის მხოლოდ ერთი შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა მოწმის სახით გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ყოფილი უფროსის მაია ღურწკაიას მოწმის სახით დაკითხვას. მოსამართლემ აღნიშნა, რომ იურისტმა ვერ დაასაბუთა ღურწკაიას ამ საქმესთან შემხებლობა.

ამ თემაზე მოპასუხე მხარემ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. იურისტებმა აღნიშნეს, რომ მაია ღურწკაია დათხოვნის გამო გამგეობაზე განაწყენებულია და მხოლოდ მის ინტერესებშია ყოფილი დამსაქმებლის კიდევ ერთხელ დადანაშაულება.

მოსარჩელე მხარის მოთხოვნაა გაბათილდეს გათავისუფლების შესახებ ბრძანება, აღადგინონ კახა კვარაცხელია სამსახურში და აუნაზღაურდეს მას ამ ხნის მანძილზე მიღებული პრემია და ხელფასი.

ზუგდიდის გამგეობაში ატესტაცია 17, 18 და 19 ნოემბერს ჩატარდა. შედეგად 28 თანამშრომელი გათავისუფლდა, მათგან 11-მა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.