კვლევა: ქალაქ ზუგდიდისა და თემის ააიპებში თანხები არაეკონომიურად იხარჯება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ აცხადებენ, რომ
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებმა არ გაითვალისწინეს
ორგანიზაციის რეკომენდაციები და ადგილობრივი თვითმმართველობების
უმრავლესობა არ ცვლის არსებულ მანკიერ პრაქტიკას ადგილობრივი ბიუჯეტის
ხარჯვასთან დაკავშირებით.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ აცხადებენ, რომ თვითმმართველობების არასამეწარმეო, არაკომრეციული იურიდიული პირებში კვლავ შეიმჩნევა ბიუჯეტის არაეკონომიური ხარჯვა. როგორც ორგანიზაციაში განმარატვენ, ეს ხდება მაშინ როცა 2016 წელს საქართველოში ლარის კურსის მკვეთრი ვარდნისა თუ არსებული ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ გასცა პირობა, რომ 2017 წელს მოხდებოდა ადმინისტრაციული ხარჯების გადახედვა, მათ შორის ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე.
კვლევის თანახმად, 2017 წლის იანვრის მდგომარეობით, სამეგრელო-ზემო სვანეთში ააიპ-ების რაოდენობა შემცირებულია 13 ერთეულით, დასაქმებულთა რაოდენობა 99 საშტატო ერთეულით, თუმცა გაზრდილია თვის მანძილზე გასაცემი ხელფასის ოდენობა 95 314 ლარით, წლიურად კი საშუალოდ 1 143 768 ლარით.
რაც შეეხება უფრო კონკრეტულად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, 2017 წლის იანვრის მდგომარეობით აქ 2015 წლის მსგავსად, 11 ააიპი ფუნქციონირებს, თუმცა გაიზარდა თანამშრომელთა რაოდენობა და თვის მანძილზე გასაცემი ხელფასისი მოცულობა. ააიპების თანამშრომელთა საერთო რაოდეობა 2015 წლის ივლისის მდგომარეობით 681 იყო, 2017 წლის იანვრისათვის კი მათი რაოდენობა 779-ის ტოლია. რაც შეეხება თვის მანძილზე გასაცემი ხელფასის ოდენობას იგი 2015 წელთან შედარებით - 308 276 ლარიდან 387 810 ლარამდე გაიზარდა.
თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ააიპების რაოდენობა 12-მდეა გაზრდილი. 155 საშტატო ერთეულით ასევე გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა. 2015 წელს 700 ადამიანი მუშაობდა, 2017 წლის იანვრის მდგომარეობით კი 855 პირია დასაქმებული. დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურების მოცულობა ერთ თვეზე 224 610 ლარიდან 342 621.5 ლარამე გაიზარდა.
კვლევაში საუბარია ასევე 2016 წლის აგვისტოში დაფუძნებულ „განმუხურის ბოტანიკურ ბაღზე“, რომელსაც იანვრის მდგომარეობით, 8 თანამშრომელი ჰყავს და გასაცემი ხელფასის ოდენობა 8 000 ლარს შეადგენს. ეს მაშინ, როცა განმუხურში ბოტანიკური ბაღი ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით უნდა გაშენდეს, თუმცა სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. ამასთან აღნიშნული ააიპის სუბსიდირებისთვის 2016 წელს თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 20 000 ლარი გამოიყო, 2017 წლის ბიუჯეტით კი 130 000 ლარია გათვალისწინებული. თემში ასევე 2016 წელს დაფუძნდა „სპორტის განვითარების ცენტრი“. აქ 34 თანამშრომელია დასაქმებული. თვის ხელფასი კი 21 050 ლარს შეადგენს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პოზიციით, მუნიციპალიტეტებში ახალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნება, დასამებულთა რაოდენობის გაზრდა ხშირ შემთხვევაში გადაუდებელი აუცილებლობის არსებობის გარეშე ხდება, რაც მწირი მუნიციპალური ფინანსური რესურსების კიდევ უფრო მეტად არაეფექტიან ხარჯვას იწვევს.