ახალი ამბები
გამგეობიდან გათავისუფლებულთა საქმეზე სასამართლომ მოსარჩელე მხარის დაკითხვა დაასრულა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის სასამართლომ დაასრულა მოსარჩელეების - გათავისუფლებული გამგებლის ყოფილი წარმომადგენლების, ერთი სპეციალისტის და შემოსავლების განყოფილების უფროსის დაკითხვა. მხარეემა უპასუხეს მოსამართლის და ერთმანეთის შეკითხვებს. ყოფილი საჯარო მოხელეები ირწმუნებიან, რომ დაითხოვეს მათ სოფლებში არჩევნების პირველ ტურში დაფიქსირებული ცუდი შედეგების გამო. მოსარჩელეთაგან უმრავლესობის განცხადებით, კენჭისყრის მეორე ტურამდე ისინი დაიბარეს პუშკინის ქუჩაზე მდებარე ბეტონის ყოფილ ქარხანაში, სადაც ლაშა გოგიამ და ედიშერ თოლორაიამ გააფრთხილეს - თუ ცუდი შედეგი დადგებოდა, გაათავისუფლებდნენ. კახა კვარაცხელიამ კი აღნიშნა, რომ ის იდევნებოდა არჩევნებამდეც, როგორც ურგენ სართანიას მეგობარი.

მომჩივანთა დიდი ნაწილის მტკიცებით, კომისიამ მხოლოდ ფორმალურად დასვა კითხვები მათ მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე. ამასთან, განმარტეს, რომ სხდომას არ დასწრებია „პროფკავშირების“ წარმომადგენელი ლავრენტი ალანია და ორგანიზაცია „ზუგდიდელების“ წევრი მურმან ნაჭყებია, თუმცა ან ადამიანების მხრიდან შეფასებები ოქმში მაინც დაფიქსირდა.

თავის ხმრივ, მოპასუხე მხარის თქმით, კომისიის ატესტაციას სრული შემადგენლობით ესწრებოდა და პროცესმაც კანონის სრული დაცვით ჩაიარა, ყოველგვარი პოლიტიკური შეხედულებებისგან დამოუკიდებლად.

რაც შეეხება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პრეტენზიას, რომ ორგანიზაციას არ მიეცა შესაძლებლობა ატესტაციის პროცესს დაკვირვებოდა, აღნიშნეს - ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ კონკურსანტებისთვის ფსიქოლოგიური წნეხი აერიდებინათ ბევრი დამკვირვებლის დასწრებით. ამასთან, მოპასუხე მხარის თქმით, კომისიის შემადგენლობაში უკვე იყვნენ „ზუგდიდელების“ და პროფკავშირების“ წარმომადგენლები, ამიტომ კიდევ ერთის დამატება საჭიროდ არ მიიჩნიეს.

ამ ეტაპზე სასამართლო კომისიის წევრების დაკითხვას აწარმოებს. სკაიპის საშუალებით დაიკითხა ლავრენტი ალანია, რომელმაც იმ მიზეზით, რომ რეგიონის მასშტაბით ბევრ კონკურსს, ატესტაციას დაესწრო, ვერ გაიხსენა მონაწილეები და ის, თუ ვის რა კითხვებით მიმართა. მან ვერ გაიხსენა ვერც ატესტაციის ზუსტი თარიღი და პროცესის ხანგრძლივობა.

ლავრენტი ალანიას თქმით, ატესტაციის მიმდინარეობისას ხშირად უწევდა 2-3 წუთის, საჭიროებისამებრ გარეთ გასვლა, მაგალითად სიგარეტის მოსაწევად. მოსამართლის კითხვაზე, შეუძლია თუ არა მოსარჩელეების ცნობა, აღნიშნა - ახსოვს მხოლოდ ერთი, მიხეილ ქვარაია, რომელმაც „გულის ამაჩუყებელი ტექსტი" მისწერა ატესტაციის შედეგებზე, ასევე იმაზე, რომ საერთოდ არ ესწრებოდა პროცესს.

„პროფკავშირების წარმომადგენელმა უთხრა, რომ ატესტაციას ესწრებოდა, თუმცა ყველა კონკურსანტს ვერ დაიმახსოვრებდა. მოსამართლის კიდევ ერთ კითხვაზე, როგორ გონია, რატომ აქვთ მის არყოფნაზე მოსარჩელეებს პრეტენზიები, განმარტა - შესაძლოა იმიტომ, რომ არ იცნობენ, რადგან რუსთავიდანაა და იმ პერიოდში მხოლოდ დროებით ცხოვრობდა ხობში, საიდანაც ატესტაციაზე დასასწრებად ჩამოდიოდა.

სასამართლო სხდომა დილის 11:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ზუგდიდის სასამართლომ დაიწყო გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საქმის არსებითი განილვა. დღეიდან გაერთიანებულად განიხილება სოფლებში გამგებლის ყოფილი შვიდი წარმომადგენლის და შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსის, კახა კვარაცხელიას საქმე. ისინი თავს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულებად მიიჩნევენ, მოითოვენ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას.

ზუგდიდის გამგეობაში ატესტაცია 17, 18 და 19 ნოემბერს ჩატარდა. შედეგად 28 თანამშრომელი გათავისუფლდა, მათგან 11-მა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.