ომბუდსმენი: სახელმწიფომ უნდა იზრუნოს დაუნის სინდრომის ბავშვების ოჯახების გაძლიერებაზე
სახალხო დამცველი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან
დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. წლევანდელი საინფორმაციო
კამპანიის თემაა - „ჩემი ხმა საზოგადოებაში“. ომბუდსმენის
განმარტებით, აღნიშნული სლოგანი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს
საშუალებას აძლევს მოუსმინონ მათ ხმას, ამასთან, გავლენა იქონიონ
სახელმწიფოს პოლიტიკასა და ქმედებებზე, სრულად ჩაერთონ საზოგადოებრივ
საქმიანობაში.
სახალხო დამცველის თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ადრეული ასაკიდან იზრუნოს ამ პირთა უფლებების რეალიზებისთვის, მათთვის საჭირო მომსახურების შექმნასა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობაზე, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების, ხარისხიანი ინკლუზიური განათლების მისაწვდომობაზე.
„საქართველოში დღის წესრიგში დგას დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახების გაძლიერების აუცილებლობა, რადგან ისინი ხშირად მიტოვების რისკის ქვეშ იმყოფებიან. ამასთან სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებსა თუ სხვა სერვისში მყოფი პირები ჯერ კიდევ ვერ იღებენ სათანადო მხარდაჭერას. საზოგადოებაში არსებული სტიგმა და მცდარი შეხედულებები ხელს უშლის დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესაძლებლობების გამოყენებას და მათ ეფექტურ მონაწილეობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე პირთა ხმა თანდათან უფრო ძლიერად ისმის, ნაკლებია სახელმწიფოს შემხვედრი ძალისხმევა მათი საჭიროებების და ინტერესების დასაკმაყოფილებლად“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს სახელმწიფოს ამ დღესთან დაკავშირებით მისი როლისა და ფუნქციის მნიშვნელობას და მოუწოდებს, უპასუხოდ არ დატოვოს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ხმა. სათანადო ღონისძიებების განხორციელებით, სხვების თანასწორად უზრუნველყოს მათი ჩართვა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.