ციხელაშვილი: C ჰეპატიტის პროგრამა უფრო ხელმისაწვდომი გახდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის [ვიდეო]
ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ C ჰეპატიტის პროგრამა
კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება, როგორც გეოგრაფიულად ისე
პროცედურულად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის, - განაცხადა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო
მინისტრმა ზუგდიდში C ჰეპატიტის მართვის ცენტრის გახსნის შემდეგ.
ქეთევან ციხელაშვილის სიტყვებით, ახლა C ჰეპატიტის პროგრამა არა მარტო საქართველოს მოქალაქის პასპორტის, არამედ ნეიტრალური დოკუმენტის მფლობელისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.
„თქვენ იცით, რომ ეს პროგრამა არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და საკმაოდ ძვირადღირებული პროგრამა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამყოფი ხაზის იქით მცხოვრები მოსახლეობის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიახლე ზუგდიდში მოგვცემს შესაძლებლობას ბევრი სიცოცხლე გადავარჩინოთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ზუგდიდში ახლადაშენებული C ჰეპატიტის მართვის ცენტრი გახსნა. ცენტრში ბენეფიციარები სკრინინგს, დიაგნოსტიკას, ექიმის კონსულტაციას და მედიკამენტებით მოემსახურებას მიიღებენ. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ცენტრი ზუგდიდში აშენდა, რადგან ამ რეგიონში C ჰეპატიტის მაღალი მაჩვენებელია.