ახალი ამბები
ჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ ჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევაში ბრალდებული მანუჩარ გაბეჩავა პატიმრობაში დატოვა. მან არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ.

მოსამართლის განმარტებით, დაცვას არ წარმოუდგენია საქმესთან დაკავშირებით ახალი მტკიცებულებები, ამასთან შოთა ბიჭიამ გაიზიარა პროკურორ ირაკლი გულდედავას პოზიცია, რომ ჯერ კიდევ დასაკითხია 38 მოწმე, რომელთა ნაწილი იცნობს ბრალდებულს და შეიძლება მათზე ზემოქმედება მოახდინოს.

მანუჩარ გაბეჩავასთვის აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე შედგა, რომელიც პერიოდულად ამ პროცედურას ითვალისწინებს.

დაცვის მახრე გირაოს სახით 5000 ლარის დაკისრებას ითხოვდა და საჭიროების შემთვევაში დამატებით გარანტიად უძრავ ქონებას 30 ათასი ლარის ოდენობით.

დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხნენ ჯიხაშკარის 79-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრები გიორგი ზარანდია, ნატო ზარანდია, ზაზა შელია და მიხეილ ავალიშვილი.

მათი ჩვენებების მიხედვით, დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესი უბანზე დარღვევის გარეშე მიმდინარეობდა, დაახლოებით 12:00 საათისთვის კი 10-15 პირი ხმაურით შეიჭრა უბანზე. როგორც მოწმეები აღნიშნავენ, ამ დროისთვის მიმდინარეობდა ხმის დათვლის პროცედურა და დაახლოებით 100 ბიულეტენი იყო დარჩენილი დაუთვლელი.

მოწმის სახით დაკითხულებმა აღნიშნეს, რომ გაერიდნენ დაძაბულობას, რადგან საფრთხის შეეშინდათ. მათი მტკიცებით, ნერვიულობის და მოულოდნელობის ფონზე ვერ გაარჩიეს ვინ იყვნენ შემოჭრილები.

„მთელი დღე ვიმუშავე და ვიყავი დაღლილი, ამიტომაც არ ვიცი ვინ იყვნენ ისინი. ერთმა ბიულეტენს ხელი დაადო და დაყარა. მე მერე გარეთ გავედი“, - აღნიშნა მოწმე ნატო ზარანდიამ, რომელიც ხმის დათვლისას, საარჩევნო ყუთის ზედამხედველი იყო.

ადვოკატ ბაჩუკი ყურაშვილის შეკითხვაზე, არჩევნებამდე გაიარა თუ არა მან საჭირო ინსტრუქტაჟი და იცოდა თუ არა, რომ ყუთის ზედამხედველობაზე პასუხისხმგებლობა ეკისრებოდა, ნატო ზარანდიამ განმარტა, რომ არჩევნებამდე ჩატარდა ტრენინგები რომელსაც ის გარკვეული მიზეზების გამო ვერ დაესწრო.

მოწმეების თქმით, უბნის დარბევის დეტალები მხოლოდ მოგვიანებით შეიტყვეს, მას შემდეგ რაც რამდენიმე წუთში უკან დაბრუდნენ.

მოწმე მიხეილ ავალიშვილის თქმით, ის უბანზე 10 წუთში დაბრუნდა და დარბევის პარალელურად ასევე შეიტყო, რომ ფიზიკური და სიტყვიერი დაზიანება მიაყენეს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ადგილზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა.

მანუჩარ გაბეჩავს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 163 მუხლით, რაც საარჩევნო კომისიისთვის ხელისშეშლას გულისხმობ. კერძოდ, მას ბრალად ედება 2016 წლის 8 ოქტომბერს, ხმის პროცესის დასრულების შემდეგ საარჩევნო უბანზე შეჭრა და არჩევნების პროცესისთვის ხელის შეშლა, კომისიის წევრებისთვის სიტყვიერი, ერთ-ერთი უცხოელი დამკვირვებლისთვის კი ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. ასევე უბანზე არსებული მტკიცებულებების, ვიდეოკამერების განადგურების მცდელობა. მას აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა სასამართლომ გასული წლის 4 ნოემბერს შეუფარდა.

2016 წლის 8 ოქტომბერს, სოფელ ჯიხაშკარის 108-ე და 79-ე საარჩევნო უბანზე შეიჭრნენ უცნობი პირები, გატეხეს ყუთი, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს ინვენტარი, რის გამოც ამ უბანზე არჩევნები ჩაიშალა. საქმესთან დაკავშირებით სულ სამი პირია ბრალდებული. მათ შორის ზუგდიდის სასამართლომ ჯიხაშკარის 79-ე საარჩევნო უბნის დარბევაში კიდევ ერთ ბრალდებულ გიორგი მხეიძეს გასული წლის 11 ოქტომბერს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. თუმცა 10 ნოემბერს გამართულ სხდომაზე ის გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ასევე 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა 108-ე უბნის დარბევაში ბრალდებულ კაკო ტიბუა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.