ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლის ახალ სახელმძღვანელოებზე მუშაობა დაწყებულია
განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას
განცხადებით, სკოლის ახალ სახელმძღვანელოებზე მუშაობა დაწყებულია.
მისი თქმით, სახელმძღვანელოები ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით მომავალ
წელს შემოვა.
„წელს ახალი სახელმძღვანელოები იქნება ელექტრონულ ფორმატებში. ახალი სახელმძღვანელოები იქნება უფრო მსუბუქი. წონაზე იქნება შეზღუდვები. სქელ ტანიანი წიგნები ორად გაიყოფა“, - განაცხადა მინისტრმა შეხვედრაზე, სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს განათლების ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
მისივე თქმით, არის გარკვეული სიახლეები გაკვეთილების რაოდენობასთან დაკავშირებითაც.
ჯეჯელავას განმარტებით, შუა კლასებში დაგეგმილია გაკვეთილების ცხრილის განტვირთვა.
მინისტრისვე თქმით, მათი მიზანია ახალგაზრდებმა რეპეტიტორების გარეშე შეძლონ კარიერული წინსვლა, სკოლებში განათლების ხარისხი ამაღლდეს, რათა მოზარდებს განუვითარდეთ კრიტიკული და თავისუფალი აზროვნება.
მისივე განმარტებით, მალე მოსწავლეებს სახელოვნებო წრეებით სარგებლობის საშუალება ექნებათ.
„ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა პროფესიული პროგრამები, რომლებიც დასაქმების წინაპირობაა, ჩვენ დღეს ქვეყნის მასშტაბით 37 პროფესიული პროგრამის განმახორციელებელი სახელმწიფო სასწავლებელი ფუნქციონირებს“.
ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, სახელმწიფო დასაქმებაზე და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებულ უმაღლესს განათლებას შესთავაზებს სტუდენტებს.
მისივე თქმით, მეტი ყურადღება მიექცევა სკოლამდელ განათლებასაც.
„სკოლამდე განათლების შესახებ პირველად გვაქვს კანონი და ამ კუთხით აქცენტი გაკეთდება რეგულირებაზე“, - აღნიშნა მინისტრმა.