პოლიტიკური პარტიებიდან გენდერული თანასწორობით „ქართული ოცნება“ ბოლო ადგილზეა
პოლიტიკური პარტიების გენდერული თანასწორობის
ჯამურ ინდექსში „რესპუბლიკური პარტია“ პირველ ადგილზეა 40,6%-ით.
მეორე პოზიციაზე „პატრიოტთა ალიანსი“ 32,4%-ით, მესამეზე „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა“ - 31,9%, „ლეობორისტები“ - 26.6%,
„დემოკრატიული მოძრაობა“ - 23.3%, „თავისუფალი დემოკრატები“ - 22.5%.
ბოლო, მეშვიდე ადგილს 17,2%-ით „ქართული ოცნება“ იკავებს.
„ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" (NIMD) ხელმძღვანელ ლევან ცუცქირიძის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების გენდერული რანგირების კვლევა საარჩევნო, ინსტიტუციური და საპროგრამო კომპონენტებით განისაზღვრა. შედეგად გაირკვა, რომ ძლიერ პარტიებს ნაკლები ქალი ჰყავთ და გენდერულ საკითხებზე უფრო ნაკლები ინიციატივები აქვთ, ვიდრე მცირე ზომის პოლიტიკურ პარტიებს.
ცუცქირიძე პარტიებს რეკომენდაციებს აძლევს და ურჩევს, გენდერული თანასწორობის საკითხზე მათი სიტყვები საქმედ აქციონ.
პოლიტიკური პარტიების გენდერული რანგირების კვლევის პრეზენტაციას ადრესატი პოლიტიკური პარტიებიც ესწრებოდნენ.
„რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის ხათუნა სამნიძის განმარტებით, ქალთა პოლიტიკური აქტივობა პარტიის პრიორიტეტული საკითხია და მიღწეული შედეგი ამ ფაქტორს უკავშირდება.
მისი თქმით, პირველები იყვნენ, რომლებმაც შუაპარტიული კვოტირება მიიღეს და კვოტირებას მხარს საარჩევნო კოდექსშიც უჭერენ.
კვლევა 2015-16 წლებს მოიცავს. პოლიტიკური პარტიების გენდერული რანგირება NIMD-ის საქართველოს ოფისის მიერ პირველად 2014 წელს ჩატარდა.