ზურაბ ალავიძე: თბილისში თუ ერთი ადამიანი ახორციელებს მმართველობას, ზუგდიდში რატომ ვერ გააკეთებს იგივეს
თბილისში თუ ერთი ადამიანი ახორციელებს მენეჯმენტს და მმართველობას,
ზუგდიდში ერთი ადამიანი,
რატომ ვერ გააკეთებს იგივე მმართველობას, - განაცხადა საქართველოს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა. ასე
გამოეხმაურა ზურაბ ალავიძე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას
სადაც მოყვანილი იყო არგუმენტები თუ რატომ არ უნდა გაუქმდეს
თვითმმართველი ქალაქები.
მინისტრმა თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მზად არის თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართოს, შეხვდეს არასამთავრობო ორგანიზაციებს. მისი თქმით, თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით გავრცელდა ცრუ ინფოერმაცია და ცრუ აჟიოტაჟია შექმნილი.
„ჩვენ ვამბობთ, რომ თბილისში თუ ერთი ადამიანი ახორციელებს ამ მენეჯმენტს და ამ მმართველობას, და თუ ერთი ადამიანი მართავს, ზუგდიდში ერთი ადამიანი, რატომ ვერ გააკეთებს იგივე მმართველობას. ანუ ერთი და იგივე ფუნქციებს ახორციელებს მერიაც და გამგეობაც. ამაზე გვაქვს საუბარი და ამაზე მიდის მსჯელობა, თორემ არ მიდის იმაზე, რომ რაღაც არჩევითობას გავაუქმებთ და დემოკრატია გაუარესდება. ამაზე საერთოდ არ მიდის საუბარი“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
სამინისტროში აცხადებენ, რომ პროცესი წარიმართება ყველა კომპეტენტური და დაინტერესებული მხარის ჩართულობით და მხოლოდ შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.
თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები 7 თვითმმართველი ქალაქის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გასული კვირის განცხადებას დღეს გამოეხმაურნენ. მათ კონტრარგუმენტები წარადგინეს, თუ რატომ არ უნდა გაუქმდეს თვითმმართველი ქალაქები. ამასთან განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რეგიონული განვითარების სამინისტრომ უკვე დაიწყო მუნიციპალიტეტებთან დახურული კონსულტაციები.