ახალი ამბები
ჩხოროწყუელების აზრი დაბისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭებაზე [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობაში დარწმუნებული არიან, რომ ჩხოროწყუს, რომელიც დაბის სტატუსს ატარებს, საჭირო პროცედურების გავლის შემდეგ მთავრობა ქალაქის სტატუსს მიანიჭებს. მუნიციპალიტეტის გამგეობაში ინიციატივის ოფიციალურად მოთხოვნისთვის საჭირო სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. როგორც გამგეობაში აცხადებენ, ქალაქის სტატუსის მინიჭებაზე საუბარი მათ სწორედ მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით დაიწყეს.

გამგებლის მოადგილე ვალერი თოდუას განცხადებით, კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ მსგავსი ინიციატივისას დაფიქსირდეს მოსახლეობის აზრი, გაიმართოს მათთან კონსულტაციები რაც უკვე გააკეთა გამგებელმა.

ამასთან დასკვნითი შეხვედრა სადაც მოსახლეობის პოზიცია კიდევ ერთხელ დაფიქსირდება და ხელმოწერები შეგროვდება გაიმართება პარასკევს. ხელმოწერები სხვა საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად გაიგზავნება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რომელიც თავისმხრივ მას განხილვის შემდეგ მთავრობას გადაუგზავნის.

როგორც ვალერი თოდუა აცხადებს, წლებია შესაბამისი ინიციტივის დაყენება სურთ ჩხოროწყუში, თუმცა რამდენჯერმე საკითხზე მუშაობის დაწყებას სხვადასხვა ფაქტებმა შეუშალა ხელი.

„მე გამგეობაში ადრეც ვმუშაობდი სხვათაშორის კომუნისტების პერიოდიდან და მაშინაც დაისვა ეს საკითხი. მაშინ ბუკლეტიც მომზადდა სადაც ჩხოროწყუ ქალაქად არის მოხსენიებული, მაგრამ სხვადასხვა წინააღმდეგობებს წავაწყდით. ერთ-ერთი იყო ის, რომ მაშინ ყველაფერი დეტალურად იყო განსაზღვრული - დაბაში მოსახლის მაქსიმალური მიწის საკუთრების ზომად განსაზღვრული იყო 1400 კვადრატული მეტრი და ქალაქის სტატუსის მიღების შემდეგ ეს ლიმიტი მცირდებოდა 600 კვადრატულ მეტრამდე და ამან შექმნა წინააღმდეგობა“, - აღნიშნავს გამგებლის მოადგილე.

მისი განმარტებით, დღესდღეობით ხელის შემშლელი არანაირი პირობა არ არსებობს, ჩხოროწყუ მისი ინფრაქტრუქტურით და მოსახლეობის რაოდენობით აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა ნორმას რათა ჰქონდეს ქალაქის სტატუსი. გამგებლის მოადგილე დარწმუნებულია, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება მთავრობაშიც.

მის პოზიციას იზიარებს „ლაივპრესის“ მიერ ჩხოროწყუს ქუჩებში გამოკითხული რესპონდენტების დიდი ნაწილი. მოქალაქეების, განცხადებით, ჩხოროწყუს აქვს განვითარების პოტენციალი და მას ქალაქის სტატუსი უნდა მიენიჭოს. ამასთან მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ სტატუსი არ კმარა და ცვლილება დადებითან უნდა აისახოს მოსახლეობის ცხოვრების დონეზეც.

ჩხოროწყუსთვის ქალაქის სტატუსის მინიჭებაზე მუშაობის დაწყების შესახებ ინფორმაცია „ლაივპრესს“ 4 მარტს დაუდასტურა გამგებელმა დათო გოგუამ. მისი სიტყვებით, სამეგრელოს რეგიონში ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელსაც ჯერ კიდევ დაბის სტატუსი აქვს. დათო გოგუას ცნობით, შესაბამისად გამგეობაში შექმნილმა მრჩეველთა საბჭომ დააყენა საკითხი დაბა ჩხოროწყუსთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 122 პირი ბიოლოგიური
მასალა შეამოწმეს.
23:04 / 29.05.2020
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 122 პირი ბიოლოგიური მასალა შეამოწმეს.
ძლიერმა ქარმა ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონი დააზარალა.
20:27 / 29.05.2020
ძლიერმა ქარმა ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონი დააზარალა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ
19:48 / 29.05.2020
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ
საქართველოში, ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ პლაქვენილის დროებით
არ გამოიყენებენ. ჯანდაცვის
19:14 / 29.05.2020
საქართველოში, ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ პლაქვენილის დროებით არ გამოიყენებენ. ჯანდაცვის
ვიდეო
მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ახალი წესებით მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
პანდემიის გამო 2 თვის წინ გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზუგდიდში დღეს ამუშავდა.
ზუგდიდში სილამაზის სალონების უმრავლესობამ მუშაობა განაახლა [ვიდეო/ფოტო]
საქართველოში დღეიდან, 18 მაისიდან განაახლეს მუშაობა სილამაზის
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გაიხსნა [ვიდეო]
საგანგებო მდგომარეობის გამო, დაახლოებით 2 თვის წინ დაკეტილი
ალბათ არ მეწერა სიკვდილი - 97 წლის ვეტერანი ანაკლიიდან [ვიდეო]
97 წლის კარლო ლაგვილავას დილა 7 საათზე, ქათმების დაპურებით
ფოტო
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მგზავრებისგან დაცლილი ენგურის ხიდი [ფოტო]
ოკუპირებული აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.