მავნებელმა მწერებმა გალში თხილის ნარგავების 60% გაანადგურეს
გალის დე ფაქტო ადმინისტრაციაში სოფლის მეურნეობის განყოფილების
უფროსის
თამაზ ცვიჟბას განცხადებით, გასულ წელს გალში სხვადასხვა სახის
მავნებელმა მწერებმა თხილის ნარგავების დაახლოებით 60% გააფუჭეს. მისი
განმარტებით, შედეგად ზარალი მიადგა გლეხებს.
დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სააგენტო "აფსნიპრესს" განუცხადა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ ნიადაგის ინვეტარიზაცია სადაც თხილის ნარგავებია განთავსებული.
ამასთან თამაზ ცვიჟბას ცნობით, რაიონში უკვე მოიხნა 10 ჰექტარი მიწა, თესვა კი მაისში დაიწყება. მისი მტკიცებით, წელს დაგეგმილია 2300 ჰეტქრზე სიმინიდის მოყვანა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 30%-ით მეტია.
ცვიჟბას სიტყვებით, გლეხებს ძირითადად მოჰყავთ ნესვი, საზამთრო და თხილი. "თუ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან იქნება მხარდაჭერა და ჩვენ მათ დავეხმარებით მიწის მოხვნაში მაინც, ეს მათთვის დიდი ხელშეწყობა იქნება", - განაცხადა თამაზ ცვიჟბამ.