საოკუპაციო ხაზთან დაკავებულების ნათესავებმა და „ნაციონალებმა“ ენგურის ხიდზე აქცია გამართეს [ვიდეო]
ენგურის ხიდზე ორი დღის წინ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ
რიყეში, „საზღვრის“ დარღვევის
ბრალდებით დაკავებული არჩიკო და პაატა როგავების ოჯახის წევრებმა და
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.
მათ მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს. ერთ-ერთი
დაკავებულის, არჩიკო როგავას შვილის, თინათინ როგავას თქმით,
ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ დღეს დაუკავშირდნენ. უთხრეს, რომ
არ იციან სად იმყოფებიან დაკავებულები, სოხუმის თუ გალის იზოლატორში.
ოჯახის წევრებმა აღნიშნეს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია, როგორ არიან
ისინი, აქვთ თუ არა საჭმელ-სასმელი. თინათინ როგავა ამბობს, რომ
არავინ დაკავშირებიათ ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოსასყიდზე, თუმცა
ასეც რომ მოხდეს, არ აქვთ საშუალება, როგორც სოციალურად დაუცველებს,
თანხის გადახდის. ოჯახების წევრების ცნობით, სწორედ დაკავებულები
არჩენდნენ მათ.
შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ დაკავება მოხდა მაშინ, როცა ისინი ცხენს ეძებდნენ. თუმცა აქციის მონაწილეთა მტკიცებით, ამ ადამიანებს პირობითი საზღვარი არ გადაუკვეთავთ.
თავის მხრივ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ოჯახი დახმარებისთვის თავად დაუკავშირდა და დღეს სწორედ სოლიდარობის ნიშნად შეუერთდნენ შეკრებას. ანა წითლიძის თქმით, ხელისუფლება უმოქმედოა და საჭიროა უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენი კითხვის პასუხად, რომ საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიას შეეხება და რა უნდა გააკეთოს რეალურად მთავრობამ, პარტიის წარმომადგენელმა აღნიშნა - ოჯახს არ აქვს ის ბერკეტი, რაც მათ - ეს არის საერთაშორისო დონის მოლაპარაკებებზე საკითხის დაყენება.
კომენტარი ჟურნალისტებთან ასევე გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა საკითხების კორდინაციის ხაზით, დავით პაპავამ. მისი განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს აკეთებს ამ ადამიანების გასათავისუფლებლად.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მცხოვრებლები 6 აპრილს დააკავეს „საზღვრის“ უკანონო კვეთის ბრალდებით.