მითები რუსეთზე და კრემლის პროპაგანდა - პიტერ პომერანცევის წიგნის პრეზენტაცია ზუგდიდში [ვიდეო]
„არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა
თანამედროვე რუსეთში“ - ასე ჰქვია ბრიტანელი მწერლის და ჟურნალისტის,
პიტერ პომერანცევის წიგნს, რომელიც გვიყვება, თუ რა პროპაგანდისტული
საშუალებებით იბრძვის ქვეყანა გარკვეული მითების შესაქმნელად,
სხვადასხვა ეთნიკურ საზოგადოებებში პოზიტიური განწყობების
მოსაპოვებლად, გამჭვირვალე და მშვიდობიანი სახელმწიფოს სახელისთვის,
რომელიც ზრუნავდა და ზრუნავს მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად.
ნახევრად მხატვრულ, სანახევროდ კი დოკუმენტური სახელმძღვანელო ამბობს,
რომ ასეთი რუსეთი არ არსებობს, სინამდვილეში ის ავტორიტარული
ფედერაციული რესპუბლიკაა, რომელიც ებრძვის დემოკრატიას და სიტყვის
თავისუფლებას, აქ დამკვიდრებული სისტემისთვის კი მოქალაქე მხოლოდ ბრმა
იარაღია პოლიტიკური ლიდერების და ამ ლიდერების გარემოცვის - ეს არის
სახელმწიფო, რომელიც რეალით შოუებს, მედიას, ყველაფერს, რასაც კი
მცირე გავლენის მოხდენა შეუძლია რაიმე ფორმით საზოგადოებრივ აზრზე,
იყენებს სათავისოდ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარმა თაკო თოლორდავას თქმით, წიგნი ერთ-ერთი საინტერესო ნამუშევარია, რაც კი ბოლო დროს თანამედროვე რუსეთზე გამოქვეყნდა. აქ გაეცნობით ბევრ რამეს, მათ შორის ჩვეულებრივ ადამიანურ ისტორიებს, როგორ ცხოვრობენ ისინი, რა პირობებში უწევთ მუშაობა..
„საქართველოსთან კონტექსტში შეიძლება გაგვახსენდეს მაგალითად ღამის მგლები, ბაიკერთა კლუბი, რომელიც 9 მაისს შემოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე გეორგიევსკის ლენტით და უნდოდათ მსვლელობა მოეწყოთ. ამ ბაიკერების შექმნის ისტორიაზე საუბრობს ავტორი, იმაზე, თუ როგორ ტრანსფორმირდნენ ისინი პუტინის მხარდამჭერ ძალად“, - განმარტა თაკო თოლორდავამ.
მანვე აღნიშნა, რომ წიგნი ანგრევს მითებს, თითქოს რუსეთში ყველაფერი კარგადაა. პირიქით, გვიჩვენებს მძიმე რეალობას, იმას, თუ როგორ აღიქვამს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს, როგორ ცდილობს ქალები ნივთებად წარმოაჩინოს ქმრების გვერდით, სექტების გამრავლების ხელშეწყობით როგორ ებრძვის თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს.
შეხვედრის მონაწილე დავით ლოგუამ თავის მხრივ ისაუბრა პრორუსულ განწყობებზე, რომელიც მეტ-ნაკლებად უფრო მეტადაა შემორჩენილი სამეგრელოში, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით.
„არიან გარკვეული სოციალური ჯგუფები, რომლებიც ჩრდილოვანი პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენენ. ეს ადამიანები რაღაც ნიშას არიან ამოფარებულები. თუნდაც ის მეგრული ენის პოპულარიზაცია, ან თუნდაც გაეროს რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს რეგიონული ენების განვითარებას, და ამის აპელირებას.. თუმცა იგრძნობა აშკარად ამ ადამიანებთან დისკუსიაში შესვლისას, რომ სხვა ინტერესები დგას ამ ყველაფრის უკან“, - აღნიშნა მან.
დავით ლოგუას თქმით, დღეს რუსეთს შეუძლია გარკვეული „სენტიმენტების“ აღძვრა ძველი თაობის წარმომადგენლებში, თუმცა ნაკლებად ახალგაზრდებში, მას ამ სეგმენტში დასაყრდენი ფაქტობრივად არ აქვს.
„ეს არის ჩვენი მე-18 თარგმანი. მიზანი იყო ქართველი მკითხველისთვის ახლო თემატიკასთან მყოფი წიგნი გვეთარგმნა. თან თვითონ იყო დაინტერესება ავტორის მხრიდან, რადგან საქართველოში რამდენჯერმე არის ნამყოფი, ჰყავს ბევრი ქართველი მეგობარი. დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სივრცისთვის მსგავსი წიგნის ქართულად არსებობა, რადგან პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან ის, რაც რუსულ მედიაში ხდება“, - განაცხადა რადარამის წარმომადგენელმა მაია მესტუმრემ.
მისი თქმით, რუსეთი დღეს არამხოლოდ ტანკების და ბომბების საშუალებით იბრძვის, არამედ იბრძვის იდეოლოგიურად, პროპაგანდისტული მეთოდებით, რასაც უნდა შეეწინააღმდეგონ. ერთი სიტყვით, ამ „კამპანიას“ სწორი განათლება დაუპირისპირონ, რადგან სწორედ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ გაფილტრონ უტყუარი და ცრუ, უსაფუძვლო ინფორმაციები ერთმანეთისგან.
არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ეს მე-18 თარგმანია. წიგნი, რომელიც 2014 წელს გამოიცა, საქართველოში დაახლოებით ორი თვის წინ ითარგმნა. მისი ჩატანა სამეგრელოს შემდეგ ყველა რეგიონში იგეგმება.