კახა კახიშვილმა ნატო-საქართველოს სხდომაზე პენიტენციურ სისტემაში რეფორმებზე ისაუბრა
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა
კახიშვილი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ ნატო-საქართველოს
კომისიის სხდომაზე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული და
მიმდინარე რეფორმის საკითხზე სიტყვით გამოვიდა. მოკავშირე ქვეყნების
წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს პენიტენციურ
სისტემაში განხორციელებული რეფორმები. სამინისტროს ცნობით, ეს პირველი
შემთხვევაა, როცა ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოდან სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის მინისტრს იწვევენ.
კახა კახიშვილმა მოკავშირეებს ინფორმაცია მიაწოდა სისტემაში ბოლო წლებში განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმების თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღება იმ სისტემურ რეფორმებზე გამახვილდა, რომლის შედეგადაც მინისტრის თქმით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.
პატიმრების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, პატიმრების რისკების მიხედვით კლასიფიცირების, არასრულწლოვანთა და ქალთა სასჯელაღსრულების პირობების გაუმჯობესების მიზნით გატარებული რეფორმები - ეს ის საკითხები იყო, რაზეც მინისტრმა ისაუბრა საკუთარ გამოსვლაში. კახი კახიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება სასჯელაღსრულების სისტემაში პროფესიული განათლებისა და დასაქმების პროგრამების ამოქმედებაზე. მანვე ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას ნატო-ში გაწევრიანების კურსისადმი და ხელისუფლების მზაობას, მაქსიმალური ძალისხმევა მიმართოს ამ მიზნის მისაღწევად.
მოკავშირეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის რეფორმის პროცესში მოკლე ვადებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ციხეების გადატვირთულობის პრობლემის გადაჭრის მიზნით, ასევე, შინაპატიმრობის პრაქტიკის დანერგვისა და მსჯავრდებულთათვის განათლებასა და პროფესიულ მომზადებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. შეხვედრის ბოლოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა პასუხი გასცა მოკავშირეების მიერ დასმულ შეკითხვებს.
სასჯელაღსრულების მინისტრმა, ნატო-ს შტაბ-ბინაში ვიზიტის ფარგლებში, ასევე გამართა შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე ალეხანდრო ალვარგონზალესთან.