ახალი ამბები
სენაკისთვის გაზის გაძვირებას არ ეთანხმება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება
FaceBook Twitter
E-mail Print
სენაკის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირი 20 თეთრით გაიზარდა. ტარიფის გაზრდის შესახებ კი მომხმარებლებმა ქვითრების მიღების შემდეგ შეიტყვეს.

სენაკის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლაშა კუჭავამ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გაზის მიმწოდებელი კომპანია „გასკო პლიუსის“ წარმომადგენლის დაბარება მოითხოვა.

„ჩვენი ინიციატივით საკრებულოში, მომავალ კვირას დაინიშნა საკომისიო მოსმენა, სადაც გასკო პლიუსის წარმოამდგენელიც არის მოწვეული და ველოდებით თუ რა განმარტებებს გააკეთებს კომპანია ტარიფის მომატებაზე. ჩვენ კი ყველა კანონიერ გზას მივმართავთ, სასამართლოსაც, რომ სენაკის მოსახლეობა არ იხდიდეს საქართველოში ბუნებრივ აირზე ყველაზე ძვირ საფასურს“, - უთხრა „ლაივპრესს“ ლაშა კუჭავამ.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა აცხადებს, რომ მანაც გაზის ტარიფის საფასურის მომატების შესახებ სხვა მომარებლების მსგავსად გვიან შეიტყო.

„არავინ არ იყო საქმის კურსში, მეც ჩვეულებრივი მომხმარებელი ვარ, ქვითარი რომ მომივიდა, მაშინ შევიტყვე, ეს იყო თვითნებური მიმატება საფასურის, გამოდის, რომ სენაკელები ერთ კუბურ აირზე 68, 8 თეთრს იხდიან. ვანდალიზმია ეს, მაგრამ მე რა კომენტარი უნდა გავაკეთო მას შემდეგ რაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ უკვე გააკეთა ამ საკითხზე განცხადება“, - განაცხადა ჯუმბერ ლაშქარავამ.

სენაკის მცხოვრებლებისთვის კომპანია „გასკო პლიუსის“ მიერ გაზის ტარიფის გაძვირებაზე ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება და ტარიფს მარეგულირებელი კომისია დაადგენს.

„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო სრულად იზიარებს მოსახლეობის განწყობას და შეშფოთებას იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც გაზგამანაწილებელი კომპანიის "გასკო პლიუსის" მიერ იქნა მიღებული - სენაკის მუნიციპალიტეტში , ბუნებრივი აირის ტარიფი 68 თეთრამდე გაეზარდა. ეს ყველაზე მაღალია ტარიფია მთელ საქართველოში. ეს არის მინიმუმ უსამართლო გადაწყვეტილება, ვინაიდან სახელმწიფო მთელი ამ წლების განმავლობაში და დღესაც მთელი მოსახლეობისთვის ინარჩუნებს სოციალურ ფასს გაზზე, გარე ფაქტორების და ბაზარზე არსებული ვითარების მიუხედავად ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ ეს შეღავათი - სოციალურ გაზზე მიიღოს თოთოეულმა ოჯახმა. სამინისტროს დაწყებული აქვს ამ საკითხზე მუშაობა, როგორც აქამდე არაერთხელ იქნა გაცხადებული, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ნაწილობრივ დერეგულირების პრაქტიკის გაუქმება და შესაბამისად მოსახლეობისთვის ტარიფის დადგენა მარეგულირებელი კომისიის მიერ, ეს გადაწყევტილება მომავალში გამორიცხავს მსგავს უსამართლო და მოსახლეობისთვის მოულოდნელ გადაწყვეტილებებს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება გაზის მიმწოდებელ კომპანია „გასკო პლიუსს“, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებ-გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომრებზე დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.

კომპანია „გასკო პლიუსმა“ სენაკის მომხმარებლებს გაზის ტარიფი ორი წლის წინაც გაუძვირა, თუმცა საპროტესტო აქციების გამართვის შემდეგ მომატებული თანხა მომხმარებლებს დაუბრუნა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.