ახალი ამბები
თვითმმართველი ქალაქების გაუქმება ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება - დისკუსია ზუგდიდში [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვალვ გაერთიანებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და ეს ინიციატივა ცალსახად უარყოფითად უნდა შეფასდეს. არგუმენტები თუ რატომ ფიქრობს ორგანიზაცია ასე მან ახალ კვლევაში წარმოადგინა, რომლის პრეზენტაციაც დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ.

შეხვედრას, რომელიც მოგვიანებით დისკუსიის ფორმატში წარიმართა, ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრები.

„სამწუხაროა, რომ 2014 წელს ხელისუფლების მიერ გაცემული დაპირება იმის თაობაზე, რომ 2017 წლამდე კიდევ უფრო მეტი დეცენტრალიზაცია მოხდებოდა, არ შესრულდა, უფრო მეტიც, ამ კუთხით ვხედავთ უკუსვლას“ , - აღნიშნა არჩილ თოდუამ შეხვედრის დასაწყისში.

მან ისაუბრა ამ დროისთვის თვითმმართველობებში არსებულ მთავარ პრობლემებზე, მათშორის სერვისების ხელმისაწვდომობის, მოქალაქეთა ჩართულობის დაბალ დონეზე და მუნიციპალიტეტების მწირ ფინანსურ რესურსებზე.

არჩილ თოდუას თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთი მუნიციპალიტეტების მაგალითზე ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის თვალსაზრისით ორი მნიშვნელოვანი პრობლემა დგას. პირველი, რომ არსებული მექანიზმები არ იძლევიან ეფექტური ჩართულობის შესაძლებლობებსა და მოსახლეობის მიერ გამოვლენილი პრობლემის გადაწყვეტის მინიმალურ გარანტიას; მეორე ის, რომ მათ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია ჩართულობის მექანიზმებსა და შესაძლებლობზე.

აქედან გამომდინარე, ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ დაუშვებელია მოქალაქეთა ჩართულობის დაბალი დონე მიჩნეულ იქნეს მუნიციპალიტეტების გამსხვილების ერთ-ერთ არგუმენტად. არჩილ თოდუას განცხადებით, ხელისუფლება და საქართველოს პარლამენტი ვალდებულნი არიან შეიმუშავონ მოქალაქეთა ჩართულობის იმდაგვარი მექანიზმები, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის პროცესი იყოს მარტივი და იგი დაიყოს რამდენიმე ეტაპად, მაგალითად: პრობლემის იდენტიფიცირება, პროექტებისა და ალტერნატივების შექმნა, საბიუჯეტო და ფინანსური დაგეგმარება, განხორციელება; პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი და შეფასება.

„ასევე საუბარია იმაზე, რომ ფინანსური თვალსაზრისით გაყოფამ ვერანაირი ეფექტი ვერ მოიტანა. არასწორია ეს ინფორმაცია იმიტომ, რომ თვითმმართველი ერთეულების ჯამური ბიუჯეტი წინა შვიდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტთან შედარებით გაიზარდა, იმიტომ, რომ მათ უფრო მეტი შემოსავალი აქვთ, საკუთარი შემოსავლები“, - აღნიშნა არჩილ თოდუამ.

მისი სიტყვებითვე, საკუთარი შემოსავლების ზრდის პარალელურად თვითმმართველობებს პარალელურად შეუმცირდა ტრანსფერების მოცულობა, რამაც საბოლოო ჯამში რეფორმის დასაწყისისათვის განსაზღვრული ფინანსური დამოუკიდებლობის ეფექტი ვერ მოიტანა.
მიუხედავად ამისა, ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ დაანონსებული რეფორმა გამოსავალი ვერ იქნება, რადგან ჩამოთვლილი პრობლემები მახასიათებელია არ მარტო 7 თვითმმართველი თემისა და ქალაქისთვის, არამედ ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალიტეტებისთვის.

კვლევაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების მიერ გაცხადებული სურვილი თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირების შესახებ, განხორციელების შემთხვევაში, ცალსახად დააზარალებს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ ეჭვებს იწვევს თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნების კონტექსტში.

კვლევას დაეთანხმა შეხვედრაზე მყოფი არასამთვრობო სექტორი და პოლიტიკური პარტია. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა კი საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავეს.

ორგანიზაცია „საუნჯეს“ წარმომადგენელი ეგნატე შამუგია მიიჩნევს, იმისთვის, რომ ხელისუფლებამ არ განახორციელოს მსჯელობის დონეზე არსებული მოდელი, აუცილებელია საზოგადოების მეტი აქტიურობა. მისი სიტყვებითვე, სამოქალაქო სექტორის აქტიურობის მთავარი პირობა მათი ინფორმირებულობაა თემის ირგვლივ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკუთარი პოზიცია როგორც განხორციელებულ რეფორმაზე ასევე მოსალოდნელ ცვლილებებზე დადებითი და უარყოფითი მხარეების არგუმენტირებული დასაბუთებით უნდა დააფიქსირონ თვითმმართველობების ხელმძღვანელმა პირებმა, მათ ვინც თავის დროზე აქტიურად იყო ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

იგივე პოზიციას იზიარებენ „ევროპულ საქართველოში“. პარტიის წარმომადგენელმა ირაკლი ღურწკაიამ აღნიშნა, რომ თვითმმართველობის საკითხებში მოქალაქეების ჩართულობის დაბალი მაჩვენებელი სწორედ მერიისა და გამგეობის წარმომადგენლებმა უნდა შეცვალონ და მათ უნდა გასცენ პასუხი საზოგადოებაში არსებულ კითხვებს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა აფხაზური ენის დისტანციური
სწავლების პროექტი
12:18 / 22.02.2020
საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა აფხაზური ენის დისტანციური სწავლების პროექტი
ლაივპრესის ინფორაციით, ორსანტია-ზუგდიდის გზაზე დააკავეს 25 წლის
მამაკაცი, რომელსაც თან
10:29 / 22.02.2020
ლაივპრესის ინფორაციით, ორსანტია-ზუგდიდის გზაზე დააკავეს 25 წლის მამაკაცი, რომელსაც თან
ეპარქიის მდივანი, მღვდელი დიმიტრი ვეკუა, სოციალურ ქსელში ზუგდიდის
18:24 / 21.02.2020
ეპარქიის მდივანი, მღვდელი დიმიტრი ვეკუა, სოციალურ ქსელში ზუგდიდის
ვიდეო
ენგურის ხიდი სოხუმის მიერ გამოცხადებული კარანტინის პირობებში [ვიდეო]
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის
ქუჩისთვის შეცვლილი სახელი, რომელზეც ინფორმაცია მოსახლეობას არ ჰქონდა [ვიდეო]
არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების შემდეგ ზუგდიდის
პორტის ერთ-ერთი მშენებელი კომპანია ანაკლიას ტოვებს [ვიდეო]
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ქვეკონტრაქტორ
ენგურის ხიდი, სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად [ვიდეო]
ოკუპირებული გალის მცხოვრებლებს სოხუმში მიმდინარე
ღორის ხორცის საშობაო ბაზრობა ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში საშობაოდ
ფოტო
მამზიშხას მთა [ფოტო]
მამზიშხას მთა აფხაზეთში, გაგრიდან 6 კილომეტრში მდებარეობს.
ხანმოკლე თოვა ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდში გათოვდა. თოვა ხანმოკლე იყო და მალევე დადნა.
ოკაცეს ჩანჩქერი ყინულის ლოლოებით [ფოტო]
ოკაცეს ჩანჩქერი წლის ნებისმიერ დროს ლამაზია.
„სამოქალაქო აქტივიზმი“
ზუგდიდში, ცოტნე დადიანის #3-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი
სამეგრელო-ზემო სვანეთის ნაძვის ხეები [ფოტო]
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში
მზარეულის მაგიდა
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მეგრული ჯანჯუხა ტრადიციული რეცეპტით [ვიდეო]
მეგობრები, 80 წლის ეთერ ფაჟავა და თამარ შარია მეგრულ
გოგრის მაფინები გვანცასგან
ყველამ ვიცით, რომ გოგრა გემრიელთან ერთად სასარგებლო
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.