ზუგდიდის ახალ უბანში საბავშვო ბაღის მშენებლობას ითხოვენ
ზუგდიდში, ახალი უბნის მცხოვრებლები საბავშვო ბაღის მშენებლობას
ან ახლოს მდებარე დაწესებულებების გაფართოებას და მათთვის ადგილების
გამოყოფას ითხოვენ. საინიციატივო ჯგუფმა, რომელშიც
ახალი დასახლების და მიმდებარე ქუჩის მცხოვრებლები არიან,
თხოვნით უკვე მიმართა ქალაქის მერიას, სახალხო დამცველს და
პრემიერ-მინისტრს. მათ ინიციატივას მხარდაჭერა გამოუცხადა
არასამთავრობო ორგანიზაციამ „საუნჯე“.
როგორც მისმა ხელმძღვანელმა იაგო ფასანძემ „ლაივპრესს“ განუცხადა, იმ მიზეზით, რომ დასახლებაში არ არის საბავშვო ბაღი, ხოლო ახლო მდებარე ობიექტებში ადგილები არასაკმარისია, საერთო ჯამში, ახალ უბანში მცხოვრები 120 ბავშვი სკოლამდელ განათლებას ვერ იღებს.
„დევნილებმა ახლახან დაიწყეს ადვოკატირების კამპანია. მათ აღწერეს როგორც დასახლების, ასევე მეზობელ უბნებში მცხოვრები ბავშვები. დღევანდელი მონაცემებით საბავშვო ბაღის გარეშეა დარჩენილი 98 დევნილი და 7 ადგილობრივი ბავშვი. საინიციატივო ჯგუფის მთავარი მოთხოვნაა, აშენდეს ახალი საბავშვო ბაღი ან არსებული გაფართოვდეს“, - განაცხადა იაგო ფასანძემ.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აღნიშნავს, იმის გამო, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ თავიდანვე არ გაითვალისწინა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ანალოგიური პრობლემის წინაშე დგანან დევნილთა სხვა დასახლებებშიც. მაგალითისთვის იაგო ფასანძეს მოჰყავს ფოთი, სადაც 1 420 ოჯახი ცხოვრობს, და 280 ბავშვისთვის სკოლამდელი განათლება მიუწვდომელია, ისევე როგორც ბათუმის 656 კომლიანი დაასახლების 200 მოზარდისთვის.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ დევნილთა ჩასახლებებში საბავშვო ბაღების მშენებლობით სკოლამდელი განათლება ხელმისაწვდომი გახდება ბავშვებისთვის და გაიზრდება მშობელთა დასაქმების შესაძლებლობა.