აღდგომის ტრადიცია ევროპის 5 ქვეყანაში [ფოტო]
წითელი კვერცხი და ტკბილეული სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი
მთავარი ატრიბუტია. გადმოცემით, წმინდა მარიამ მაგდალინელმა რომის
იმპერატორ ტიბერიუსს აღდგომა ახარა და კვერცხი მიართვა. ტიბერიუსმა
უპასუხა, - „მაგ კვერცხის გაწითლებას უფრო დავიჯერებ, ვიდრე
მიცვალებულის აღდგომასო“. ამ სიტყვებზე კვერცხმა ფერი შეცვალა. მას
შემდეგ მორწმუნე ქრისტიანებში კვერცხის შეღებვა ტრადიციად იქცა.
ევროპაში აღდგომის განუყრელ ატრიბუტად დიდი ხანია იქცა კურდღელი, რომელსაც სააღდგომო კვერცხები მოაქვს.
ეს ტრადიცია ყველაზე მეტად გერმანიაშია პოპულარული, სადაც სადღესასწაულოდ უამრავ შოკოლადის კურდღელსა და კვერცხს ამზადებენ. გერმანულად აღდგომას Ostern-ი ჰქვია. დღესასწაულს გერმანელები ოჯახურ გარემოში აღნიშნავენ. საზეიმო სადილის შემდეგ ბავშვები ეძებენ საჩუქრებს, რომლებიც სააღდგომო კურდღლმა დაუმალა, დღის მეორე ნახევარში კი სტუმრად მიდიან ან თავად იღებენ მეგობრებსა და ნათესავებს.
სააღდგომოდ შვედები სახლებს ყვავილებით რთავენ, კუთხეებში კი ფერადი ბუმბულით გაფორებულ ყვითელ წიწილებს დგამენ. სააღდგომო კვერცხს მუყაოსგან ამზადებენ, რომელშიც კანფეტებია ჩალაგებული. სადღესასწაულო სუფრა საშობაო სუფრის მსგავსია, იმ განსხვავებით, რომ ჭარბობს ტკბილეული.
პოლონეთში კვერცხებს სხვადასხვაფრად ღებავენ, ამზადებენ ხაჭოს პასკებს, რომელთაც ნუშით, ცუკატებით და ხმელი ხილით აფორმებენ. სადღესასწაულო მენიუშია ასევე სააღდგომო ტორტი, რომელიც 3-4 დღით ადრე ცხვება. მისი ცომი ძალიან ფხვიერია და კრემით გასაჟღენთად დიდი დრო სჭირდება.
იტალიელები სააღდგომოდ იტალიურ კულიჩს, პანეტონეს აცხობენ, რომელსაც ქიშმიშითა და გამხმარი ხილით რთავენ. ეს ნუგბარი სუფრაზე დაჭრილი მიაქვთ და იტალიურ ღვინოებთან, ერთად მიირთმევენ.
ბულგარეთში დიდ სააღდგომო კულიჩს გარშემო სხვადასხვაფრად შეღებილ კვერცხებს ულაგებენ და მოგვიანებით მათი მიჭახუნებით ირთობენ თავს.
ალბათ ხშირად გინახავთ მოხატული სააღდგომო კვერცხები, რაც უამრავი ადამიანისთვის ჰობიც კი გახდა.
ერთ დროს სააღდგომო ტრადიციად ითვლებოდა ცნობილი იუველირის, კარლ ფაბერჟეს მიერ შექმნილი, დეკორატიული კვერცხების გამოფენა, რომლებიც სპეციალურ ყუთებში ინახებოდა. ფაბერჟე ასლს არასოდეს აკეთებდა. იუველირის 47 კვერცხი დღეს მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციაში ინახება.