ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 4 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 4 მილიონ 359 ათას 200 ლარით
გაიზარდა.
შესაბამისი ცვლილება დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა.
კერძოდ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან
მუნიციპალიტეტმა 2 მილიონ 919,7 ათასი მიიღო. ეს თანხები უნდა
მიიმართოს შემდეგი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის:
200 ათასი ლარი გრიგოლიშში გზის აღდგენის მეორე ეტაპი.
207 ათასი კოკში ორსანტიასთან დამაკავშირებელი გზის შეკეთება - მეორე ეტაპი.
263.5 ათასი ლარი დარჩელში ტელმანთან დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი.
320.7 ათასი - ტყაიაში გზის აღდგენა - მესამე ეტაპი.
243 ათასი - ჩხორიაში გზის შეკეთება.
150 ათასი ლარი - სოფელ ოდიშში ცენტრიდან სასაფლაომდე გზის რეკონსტრუქცია.
ამდენივე თანხა განსაზღვრულია კახათში გზის აღსადგენად.
132 ათასი - ჭკადუაშში წყალმომარაგების ქსელის მოწყობა-რეკონსტრუქცია.
36.5 ათასი ზედაეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში ამავე მიზნით.
იგივე დანიშნულებისთვის გამოიყო თანხები სხვა სოფლებშიც. კერძოდ:
97.9 ათასი ლარი აბასთუმნისთვის.
422 ათასი ყულიშკარისთვის.
600.2 ათასი ლარი თავისუფალი ზონის ტერიტორიაზე გზის, სკვერის, ავტოსადგომის, სადრენაჟე სისტემის, წყალკანალიზაციის, გამწმენდი ნაგებობის და საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობის სამუშაოებისთვის.
96.9 ლარი განისაზღვრა კორცხელში ჭკადუაშთან დამაკავშირებელი ხიდის რეკონსტრუქციის მეორე ეტაპისთვის.
ამ პროექტების განხორციელების თანადაფინანსებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 843.8 ათასი ლარი.
ამას გარდა, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, „აზიური ფაროსანას“ წინააღმდეგ ღონისძიებების გასატარებლად გამოიყო მილიონ 421 ათას 300 ლარი, მუნიციპალიტეტში 14 213 ჰექტარი თხილის ფართობის დასამუშავებლად.
ასევე, გაიმარჯვა გამგეობის მიერ მომზადებულმა პროექტმა „მარტოხელა მოხუცების შინმოვლის სერვისების“ შესახებ, რომელიც წარდგენილი იყო ევროკავშირის და ჩეხეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის - სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამტავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიული დიალოგი საქართველოს ფარგლებში“. შედეგად მოიპოვეს გრანტი 18 ათას 227 ლარი. პროექტი გამგეობის 5.7 ათასი ლარის თანადაფინანსებით განხორციელდება.
ყველა ცვლილების გათვალისწინებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ადრე დამტკიცებული 19 მილიონ 765 ათას 600 ლარის ნაცვლად გახდა 24 მილიონ 124 ათას 800 ლარი.